ავტორი:

"ახმატის“  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანში წასასვლელად მზად არის და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას ითხოვს

"ახმატის“  ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ირანში წასასვლელად მზად არის და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას ითხოვს

ჩეჩნეთის სპეციალური დანიშნულების რაზმ "ახმატის“ ხელმძღვანელმა, აფთი ალაუდინოვმა განაცხადა, რომ ირანს ყველა შესაძლო გზით უნდა დაეხმარონ. მისი თქმით, მზად არის პირადად გაემგზავროს ქვეყანაში, თუ რუსეთის ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ჩვენ ირანს ყველაფერი უნდა მივცეთ, რისი მიცემაც შეგვიძლია. ყველანაირად უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ალაუდინოვმა საკუთარ Telegram-არხზე. მისი თქმით, საჭიროა რუსეთის მობილიზაციის გამოცხადება.

"არსებობს 99%-იანი შესაძლებლობა, რომ დონალდ ტრამპი ანტიქრისტე იყოს", - ამბობს ის. ალუდინოვის განცხადებით, თუ ახლა ირანის განადგურება მოხდება, ეს მომავალში სხვა ქვეყნებისთვისაც სერიოზულ საფრთხეს შექმნის.

მან მანამდეც გააკეთა განცხადებები სამხედრო მობილიზაციის შესახებ. 2025 წლის 13 ივნისს, ირან-ისრაელის 12-დღიანი ომის დროს, მინიმუმ 500 000 ადამიანის მობილიზებისა და სამხედრო მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა.

"აუცილებელია მინიმუმ 500 ათასი და სასურველია მილიონი ადამიანის მობილიზება და გაწვრთნა“, - განაცხადა მან.

ანალიტიკოსების შეფასებით, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო მოქმედებები რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების პირდაპირ იურიდიულ საფუძველს არ წარმოადგენს, თუმცა ხელისუფლებას ამის გაკეთება მაინც შეუძლია.

სოციალურ ქსელებში ალაუდინოვის განცხადებებს კრიტიკაც მოჰყვა. ზოგიერთი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მისი მოწოდებები "აბსურდულია“ და თუ მობილიზაცია მართლაც აუცილებელია, ის პირველ რიგში ჩეჩნეთის ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახებიდან უნდა დაიწყოს.

წყარო