ავტორი:

"არავის სურს ისრაელისთვის ომი!" - სკანდალური მოსმენა სენატში: საზღვაო ქვეითთა ​​ვეტერანმა ირანთან ომი გააპროტესტა, რის შემდეგაც გააძევეს (ვიდეო)

"არავის სურს ისრაელისთვის ომი!" - სკანდალური მოსმენა სენატში: საზღვაო ქვეითთა ​​ვეტერანმა ირანთან ომი გააპროტესტა, რის შემდეგაც გააძევეს (ვიდეო)

ოთხშაბათს, აშშ-ში, კაპიტოლიუმში გამართული მოსმენა სკანდალურად შეწყდა მას შემდეგ, რაც საზღვაო ქვეითთა ​​ვეტერანმა აშშ-სა და ისრაელის ირანთან ომი გააპროტესტა.

მოსმენაზე გადაღებულ კადრებს cbsnews-ი ავრცელებს და წერს, რომ მამაკაცის გაძევებაში მანდატურებს მონტანას შტატის რესპუბლიკელი სენატორი ტიმ შიჰი დაეხმარა.

  • მომიტინგე ბრაიან მაკგინისი იყო - საზღვაო ქვეითთა ​​ვეტერანი, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას სენატის არჩევნებში მწვანე პარტიის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

სენატის შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტის სხდომაზე, სადაც სამხედრო მზადყოფნის შესახებ სამხედრო მაღალჩინოსნების მოხსენებებს ისმენდნენ, ბრაიან მაკგინისი მოულოდნელად წამოდგა და დაიყვირა, რომ „ამერიკას არ სურს თავისი ვაჟებისა და ქალიშვილების ისრაელისთვის საომრად გაგზავნა“.

რის შემდეგაც ის ძალის გამოყენებით გააძევეს დარბაზიდან. მანდატურებს ამაში სენატორი ტიმ შიჰიც დაეხმარა. ვიდეოში ჩანს, რომ შეწინააღმდეგების დროს ვეტერანს კარებში ხელი მოჰყვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ხელი მოტეხეს და როგორც ოფიცრები, ასევე სენატორი „ძალადობრივ“ თავდასხმაში დაადანაშაულა.

“არავის უნდა ისრაელისთვის ომი,“ - ყვირის მაკგინისი დარბაზიდან გაძევების დროს.

მწვანე პარტიის წარმომადგენელმა მარკ ელბურნომ, CBS News-ს განუცხადა, რომ მაკგინისი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკგინისს სამი ბრალდება წაუყენეს პოლიციელზე თავდასხმისთვის, სამი ბრალდება დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევისთვის და ერთი ბრალდება ხალხმრავლობის, ხელის შეშლისა და უხერხულობის შესაქმნელად - რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ ბლოკავდა შესასვლელს ან გადასასვლელს - კომიტეტის მოსმენის ჩაშლის გამო.

რაც შეეხება სენატორ შიჰის, მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ ის უბრალოდ ეხმარებოდა ოფიცრებს სიტუაციის განმუხტვაში.

„ეს ბატონი კაპიტოლიუმში დაპირისპირების საძიებლად მოვიდა და ის მიიღო“, - თქვა შიჰიმ.

წყარო