ავტორი:

სენაკში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

სენაკში, ერთ-ერთ შენობაში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა - რა დეტალები ხდება ცნობილი

სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

  • არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე. წ. „ნატოჩაოს უბანში“ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. 70 წლამდე მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, გამოსვლა ვერ მოასწრო.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.