ნახიჩევანის აეროპორტის მიმდებარედ სკოლებიდან მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნულს წინ უსწრებდა აეროპორტზე ირანული ე.წ. შაჰიდის დრონით თავდასხმა..

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ერთ-ერთი დრონი, რომელიც ჩამოვარდა ღია ადგილას, აეროპორტთან საკმაოდ ახლოს", - წერს azernews.
წყაროს ცნობით, მომხდარის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება“, - აღნიშნულია განცხადებაში
ნახეთ ასევე: