ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში, ქალაქ ნახიჩევანში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირანული დრონი ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაშავდა 2 მშვიდობიან მოქალაქე.
„მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმებს, რის შედეგადაც აეროპორტის შენობა დაზიანდა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას. მოვითხოვთ, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ უმოკლეს ვადაში განმარტოს საკითხი, მოგვაწოდოს ახსნა-განმარტება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ინციდენტების განმეორება მომავალში. აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ადგილზე ამსახველი ვითარების ფოტოებს ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ავრცელებს:



როგორც ირკვევა, საუბარი არ არის მხოლოდ ერთ დრონზე, არამედ შეტევა აზერბაიჯანზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელდა. როგორც სააგენტო Reuters-ი აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით წერს, "ირანის მიმართულებით მოძრავი რაკეტები და დრონები აზერბაიჯანში, ნახიჩევანში, აეროპორტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა".
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოჯტაბა დერმიჩილუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ირანულ მხარეს მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება“, - აღნიშნულია განცხადებაში
იხილეთ ასევე: