იტალიაში, სასწრაფო დახმარების ავტომობილის 27 წლის მძღოლი 5 პაციენტის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუთ პაციენტს გზაში გული გაუჩერდა. გარდაცვლილები ხანდაზმულები იყვნენ და მძიმე დაავადებებით იტანჯებოდნენ, ამიტომ, ოჯახის წევრებს ეჭვი არ გასჩენიათ.
ამის შემდეგ კი, გამოძიება დაიწყო.
"სიკვდილი შესაძლოა, მომწამვლელი ნივთიერებებით ან სხვა საშუალებებით იყოს გამოწვეული", - განაცხადა პროკურორის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ ეჭვმიტანილს შესაძლოა, ამ კვირაში ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობისთვის. ასევე გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ გამორიცხული არ არის მსხვერპლთა რაოდენობა იმაზე დიდი იყოს, ვიდრე მათთვის არის ცნობილი.
სასწრაფო დახმარების მძღოლის ვინაობა არ გასაჯაროებულა. გამომძიებლების ინფორმაციით, იგი ორკაციანი ეკიპაჟის წევრი იყო და მის მოვალეობაში სასწრაფო დახმარების მანქანის მართვა და ტრანსპორტირების დროს პაციენტებისთვის საჭირო დახმარების გაწევა შედიოდა. გამოძიების დაწყების შემდეგ, სამართალდამცველებმა სასწრაფო დახმარების ავტომობილში სათვალთვალო ვიდეო კამერა დაამონტაჟეს, მასალები კი უკვე პოლიციის ხელშია.
აღსანიშნავია, რომ კამერის დამონტაჟების შემდეგ, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.