ავტორი:

რამდენი და რომელი პროფესიის სპეციალისტები უნდა ჩაერთოს კერძო სახლის მშენებლობასა და რემონტში, რომ იდეალური შედეგი მიიღოთ?

რამდენი და რომელი პროფესიის სპეციალისტები უნდა ჩაერთოს კერძო სახლის მშენებლობასა და რემონტში, რომ იდეალური შედეგი მიიღოთ?

თუ ფიქრობთ, რომ მთავარია კარგი მშენებელი იშოვოთ და თქვენი პროექტი წარმატებით განხორციელდება, ძალიან ცდებით. რეალურად ეს მიდგომა ფინანსური შეცდომებისა და ტექნიკური გაუმართაობის მიზეზი ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, არქიტექტურა კომპლექსური მეცნიერებაა, რომლის სრული განხორციელებაც მხოლოდ მშენებელს არ შეუძლია. შეცდომები უმეტესად გამოწვეულია არა მშენებლის კვალიფიკაციის გამო, არამედ იმიტომ, რომ პროექტირებისას წინასწარ არ მოხდა თითოეული დეტალის ფურცელზე განსაზღვრა. სწორედ საწყის ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რამდენად რეალისტური იქნება მშენებლობის ვადები და რამდენად ზუსტად განსაზღვრული - ბიუჯეტი.

“შენობა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სამი განუყოფელი შრის ერთობლიობა: არქიტექტურა ქმნის იერსახეს და სივრცეს, კონსტრუქცია უზრუნველყოფს სიმტკიცეს, ხოლო საინჟინრო კომუნიკაციები „ცოცხლობს" ამ ყველაფრის შიგნით. როგორც ადამიანის შემთხვევაში, მხოლოდ გარეგნობა ვერ შეცვლის სუსტ ძვლებს ან გაუმართავ ნერვულ სისტემას, ისე შენობაშიც მხოლოდ ლამაზი არქიტექტურა ვერ გადაფარავს ცუდ კონსტრუქციას ან არასწორ საინჟინრო კომუნიკაციებს. თუ რომელიმე მათგანი არასწორად დაიგეგმა ან განხორციელდა, შედეგი ან არასაიმედო იქნება, ან არაკომფორტული, ან ზედმეტად ძვირი შესანახი”, - განმარტავს QoBIM-ის ფინანსური დირექტორი ავთანდილ დავითაძე. ეს გახლავთ ჰოლდინგური კომპანია, რომელიც წარმოადგენს პლატფორმას boq.ge - სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის სწრაფ და უშეცდომო სერვისს.

მისივე განმარტებით, ხარისხიანი პროექტის შესაქმნელად და შესასრულებლად აუცილებელია მინიმუმ 11-12 სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტის სინქრონული მუშაობა. დავითაძე თითოეულის ფუნქციის შესახებ გვიყვება:

არქიტექტორი ქმნის შენობის გეგმარებას, მოცულობას და საერთო კონცეფციას, აყალიბებს სივრცეების ლოგიკას, ფუნქციურ კავშირებს და შენობის იერსახეს, ითვალისწინებს ნორმებს, რეგულაციებს და ტექნიკურ შეზღუდვებს.

ინტერიერის დიზაინერი მუშაობს შიდა სივრცის ესთეტიკასა და ფუნქციონალზე, არჩევს მასალებს, ფერებს, განათებას და ავეჯის განლაგებას. მისი როლია, რომ სახლი არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახერხებელი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომფორტი მხოლოდ სურათებზე დარჩება.

ლანდშაფტის დიზაინერი გეგმავს ეზოს, გარე სივრცეებს, ბილიკებს და გამწვანებას, ზრუნავს, რომ გარე გარემოც ისეთივე გააზრებული იყოს, როგორც სახლის შიდა სივრცე, და შენობა ჰარმონიულად მოერგოს გარემოს.

ინჟინერ-კონსტრუქტორი ანგარიშობს მზიდი კონსტრუქციის მდგრადობას, ითვალისწინებს დატვირთვებს (ქარი, თოვლი, სეისმიკა) და ამზადებს კონსტრუქციულ გადაწყვეტილებებსა და ნახაზებს. მის გარეშე მიღებული „გადაწყვეტილებები" შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ რეალურად სახიფათო.

გეოლოგი იკვლევს ნიადაგს და ადგენს, რა ტიპის საფუძველია საჭირო. გეოლოგიური კვლევის გარეშე აშენებული სახლი ხშირად არის დროის ბომბი. პრობლემა შეიძლება არა დღეს, არამედ რამდენიმე წელიწადში გამოჩნდეს.

გეოდეზისტი უზრუნველყოფს ნაკვეთის ზუსტ გაზომვას და შენობის სწორ „დაჯდომას" ადგილზე, აკონტროლებს სიმაღლეებს, ღერძებს და ნიშნულებს მშენებლობის პროცესში.

გათბობა / გაგრილება / ვენტილაციის ინჟინერი (HVAC) გეგმავს გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემებს, მუშაობს ენერგოეფექტურობასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე. ცუდად დაგეგმილი სისტემა ნიშნავს მაღალ კომუნალურ გადასახადებს მრავალი წლის განმავლობაში.

წყალმომარაგება / წყალარინების ინჟინერი აპროექტებს სასმელი წყლის მიწოდებას და კანალიზაციას, უზრუნველყოფს სისტემების საიმედოობას და გამართულ მუშაობას.

ელექტრობის ინჟინერი გეგმავს ელექტროგაყვანილობას, დატვირთვებს და დამცავ სისტემებს, უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და საჭირო სიმძლავრეებს.

სუსტი დენების ინჟინერი მუშაობს ინტერნეტის, ტელევიზიის, უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო და „ჭკვიანი სახლის" სისტემებზე, აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს შენობის ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. თუ მას დაგეგმვის პროცესშივე არ ჩართავთ, შეიძლება შენობის კედლების გახსნა მისი ექსპლუატაციის პირველივე წელს მოგიწიოთ.

ხარჯთაღმრიცხველი

ხარჯთაღმრიცხველი არ არის მხოლოდ ადამიანი, ვინც „ფასებს წერს". მისი მთავარი როლი არის ის, რომ პროექტირების ყველა ეტაპზე ბიუჯეტი არ გაცდეს სასურველ ნიშნულს. ის არის ერთგვარი ფილტრი სურვილებსა და რეალობას შორის: აფასებს პროექტის გადაწყვეტილებებს ფინანსურად, ადარებს სხვადასხვა ვარიანტს ღირებულების მიხედვით და ეხმარება დამკვეთს თავიდან აიცილოს არასასურველი ხარჯები.

პროექტის მენეჯერი

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტი ცალ-ცალკე აუცილებელია, მაგრამ მათი ერთობლივი მუშაობა კოორდინაციის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს პროექტის მენეჯერი. ის აკონტროლებს, რომ სამუშაოები სწორ თანმიმდევრობით მიმდინარეობდეს, პროექტის გადაწყვეტილებები რეალურად სრულდებოდეს, სხვადასხვა ბრიგადა ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდეს, ვადები, ხარისხი და ბიუჯეტი ერთდროულად იყოს კონტროლირებადი.

აღსანიშნავია, რომ უფრო რთულ პროექტებში აღნიშნულს ემატება განათების, სამზარეულოს, აუზის, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების, აკუსტიკის და სხვა მიმართულებების კონსულტანტებიც. მშენებლობის ეტაპზე ჩართული ადამიანების წრე კიდევ უფრო ფართოვდება. აქ უკვე ერთვებიან სხვადასხვა პროფილის ოსტატები, ტექნიკოსები, მანქანა-მექანიზმების ოპერატორები და სპეციალიზებული ბრიგადები სხვადასხვა სამუშაოსთვის. პრაქტიკაში, საშუალო ზომის კერძო სახლის მშენებლობაზე ჯამურად შეიძლება მონაწილეობდეს 20–30-მდე და ზოგჯერ მეტი სხვადასხვა პროფილის ადამიანი.

„არქიტექტურა ქმნის სახლის იერსახეს, კონსტრუქცია მის სიმყარეს, საინჟინრო სისტემები მის ფუნქციონალს, ხოლო ხარჯთაღრიცხვა უზრუნველყოფს, რომ ეს ყველაფერი რეალურ ბიუჯეტში ჩაეტიოს. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც სპეციალისტები არა მხოლოდ ჩართულნი არიან, არამედ კოორდინირებულად მოქმედებენ. ამიტომ, სანამ პირველ აგურს დადებთ, დარწმუნდით, რომ გუნდი სწორად არის შეკრული, რადგან სახლი იწყება არა საძირკვლით, არამედ სწორად შერჩეული სპეციალისტებითა და სწორი დაგეგმარებით. ამ ყველაფერში ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, რომელიც ინჟინერ-ეკონომისტებისა და ხარჯთაღმრიცხველებისგან დაკომპლექტებულია. გუნდის სპეციალისტები იყოფიან არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო სისტემების დისციპლინის მიხედვით, რაც კიდევ უფრო ზრდის მომზადებული დოკუმენტაციის სიზუსტეს. გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე”, - განმარტავს ??.

boq.ge-ის მომსახურებით სარგებლობენ დეველოპერული კომპანიები, გენერალური კონტრაქტორები, არქიტექტურული და საინჟინრო ბიუროები, ასევე კერძო ინვესტორები. კომპანიის პორტფოლიოში შედის ინფრასტრუქტურული (გზები, ხიდები, გვირაბები, წყალგამწმენდი ნაგებობები), სასტუმროები, საცხოვრებელი კომპლექსები, ოფისები, ადმინისტრაციული შენობები, ვილები და ინდუსტრიული ნაგებობები. დამკვეთებს შორის არიან: სმეკ ინთერნეიშენალ, აწარმოე საქართველოში, EE Georgia, შპს „არქიდეა“, შპს „პრაიმ ბეტონი“, უნიქონ ინვესტმენტ ქონსთრაქშენ და სხვა.

R