აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ქვეყანას "იარაღის შეუზღუდავი მარაგი“ აქვს. თავის მხრივ კი ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ აქვთ შესაძლებლობა, "იმაზე უფრო დიდხანს გაუწიონ წინააღმდეგობა მტერს, ვიდრე აშშ-ს წარმოუდგენია".
შეტევების ტემპი თავიდანვე მაღალი იყო. ორივე მხარე იმაზე უფრო სწრაფად ხარჯავს მარაგებს, ვიდრე მისი წარმოებაა შესაძლებელი. თელ-ავივში დაფუძნებული ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ინსტიტუტის შეფასებით, აშშ-მა და ისრაელმა უკვე განახორციელეს 2000-ზე მეტი დარტყმა და თითოეული დარტყმის დროს მრავალი საბრძოლო მასალა გამოიყენეს.
მათი ცნობით, ირანმა უკვე გაუშვა 571 რაკეტა და 1391 დრონი. ბევრი მათგანი თავდაცვის სისტემებმა გააუვნებლეს.

შესაძლოა, ასეთი მკვეთრი კლება მარაგების შენარჩუნების მცდელობა იყოს, წარმოების შენარჩუნება კიდევ უფრო გართულდება. აშშ-სა და ისრაელის მოიერიშეებს ახლა ირანზე საჰაერო უპირატესობა აქვთ, რადგან ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობა განადგურებულია.
ომამდე ირანს სავარაუდოდ, 2000-ზე მეტი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის მარაგი ჰქონდა.
რა თქმა უნდა, არავინ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის იარაღია დაპირისპირებული მხარეების განკარგულებაში - ასეთი მონაცემები გასაიდუმლოებულია.
შესაძლოა, ახლა აშშ-სა და ისრაელისთვის უფრო ადვილი იყოს ირანის საბრძოლო შესაძლებლობების დაქვეითება, თუმცა მისი ყველა იარაღის განადგურება რთული იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ისტორია აჩვენებს ჰაერიდან წარმოებული ომების შეზღუდვებს. მაგალითად, ისრაელის სამხედროებმა სამწლიანი ინტენსიური დაბომბვის შემდეგაც კი ვერ გაანადგურეს ღაზაში "ჰამასი" სრულად. ასევე იემენში ჰუსიტები გადაურჩნენ ამერიკელების ერთწლიანი დაბომბვის კამპანიას.

ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი, მარკ კანსიანი ამბობს, რომ შორიდან თავდასხმის შემდეგ, აშშ-ს ახლა შეუძლია გამოიყენოს მაკლებად ძვირადღირებული რაკეტები და ბომბები.
მარკ კანსიანი ამბობს, რომ აშშ-ს ათიათასობით JDAM ბომბი აქვს, მაგრამ ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი მცირდება. კონფლიქტის საწყის ეტაპზე ეს სისტემები აუცილებელი იყო ირანის საპასუხო თავდასხმების საფრთხის დასაძლევად.
"პეტრიოტის“ რაკეტებზე მოთხოვნა დიდი იყო - არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მისი არაბი მოკავშირეების და უკრაინის მხრიდანაც. თითოეული გამანადგურებელი რაკეტის ღირებულება 4 მილიონ დოლარზე მეტია და აშშ, სავარაუდოდ, ამჟამად წელიწადში დაახლოებით 700-ს აწარმოებს.