ავტორი:

“ჩვენ არ ვესხმით თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქ სიონისტური რეჟიმის და აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული“ - ირანი ნახიჩევანის დაბომბვას უარყოფს

“ჩვენ არ ვესხმით თავს მეზობელ ქვეყნებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქ სიონისტური რეჟიმის და აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული“ - ირანი ნახიჩევანის დაბომბვას უარყოფს

ირანი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ მათ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის აეროპორტი განზრახ დაბომბეს.

ამის შესახებ ირანის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ქაზემ ღარიბაბადის განცხადებით, თეირანს აზერბაიჯანზე თავდასხმა არ განუხორციელებია. მისი განცხადებები ირანის საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმმა“ გაავრცელა.

“ჩვენ არ ვესხმით თავს მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ ახლა თქვენგან მესმის. უნდა გამოვიკვლიო, რა არის ამ ინფორმაციის წყარო და მისი ხასიათი, რის შემდეგაც შევძლებ კომენტარის გაკეთებას. სხვათა შორის, ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკა არ არის მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმა - გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების (კერძოდ, სიონისტური რეჟიმისა და ამერიკის შეერთებული შტატების) სამხედრო ბაზებია განლაგებული, საიდანაც ირანზე და მის უდანაშაულო ხალხზე თავდასხმები ხორციელდება.

ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, თუ რეგიონში არსებული ნებისმიერი სამხედრო ბაზა ირანის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული და იქ ამერიკული ძალები იქნებიან მობილიზებული, ჩვენ მათ სამიზნედ ვაქცევთ. ეს არის ჩვენი ოფიციალური პოლიტიკა," - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში 2 ირანული დრონი ჩამოვარდა. შედეგად, 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.