ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - "დაფიქსირდა 30 დრონი"

ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ დრონებით მასშტაბური შეტევა განხორციელდა - "დაფიქსირდა 30 დრონი"

"მასშტაბური რეიდის დროს, აფხაზეთში დაახლოებით, 30 დრონი დაფიქსირდა", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალ-ლეიტენანტმა, ადგურ გუმბამ განაცხადა.

  • მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე დრონების ცალკეული შეფრენის შემთხვევები დაფიქსირდა - საუბარია დაახლოებით, 5-7 დრონზე, მაგრამ ეს შემთხვევები არ გახმაურებულა მოსახლეობაში პანიკის გამოწვევის თავიდან ასაცილებლად.

"გუშინ ჩვენ უპილოტო საფრენი აპარატების უპრეცედენტო, მასიური გამოყენების წინაშე აღმოვჩნდით.

დღეს, როდესაც ამ მოწყობილობების ჩამოვარდნის შემთხვევები არაერთ დასახლებულ პუნქტში დაფიქსირდა, დასამალი არაფერია: აფხაზეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები ერთად მუშაობენ“, - თქვა მან.

გუმბას თქმით, აღმოჩენილი დაახლოებით 30 დრონიდან 99% განადგურდა. ფრაგმენტები კი 11 დასახლებაში იპოვეს.

"ჩვენი დანაყოფები ცდილობენ დრონები ისე გააუვნებლონ, რომ ჩამოგდებული დრონი და მისი ფრაგმენტები საცხოვრებელ შენობებს არ დაეცეს“, - თქვა გუმბამ.