ცხიმიანი სკალპი და თმა ბევრი ჩვენგანისთვის ყოველდღიური დისკომფორტია, რომელთან გამკლავებასაც ხშირად ყოველდღიური დაბანით ვცდილობთ ხოლმე. კანის გამოშრობა კი თავის მხრივ, ცხიმოვანი ჯირკვლების კიდევ უფრო გააქტიურებას იწვევს, რის გამო თმა კიდევ უფრო ხშირად საჭიროებას დაბანას.
თავდაპირველად განვმარტოთ, რა იწვევს თმის ცხიმიანობას?
თმის ცხიმიანობის მიზეზია ცხიმიანი სკალპი, რომლის მთავარი მიზეზი ძირითადად, გენეტიკურია, თუმცა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური დისბალანსის, არასწორი მოვლის ან ნესტიანი გარემოსგან.
ჰორმონალური დისბალანსის შემთხვევაში ანდროგენები იწვევს ცხიმიანი ჯირკვლების სტიმულაციას, ამიტომაც უფრო მეტად შეიძლება შეგვაწუხოს სკალპის ცხიმიანობამ. ანდროგენები მამაკაცის სასქესო სტეროიდული ჰორმონებია (ტესტოსტერონი, დიჰიდროტესტოსტერონი, დიჰიდროეპიანდროსტერონი, ანდროსტერონი, ანდროსტენედიონი და ანდროსტენდიოლი), რომლებიც გვხვდება როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ორგანიზმში, თუმცა განსხვავებული კონცენტრაციით. ჰორმონალური დისბალანსის მკურნალობა ექიმის მიერ დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების საფუძველზე უნდა მოხდეს. ტესტოსტერონის დარეგულირება თავისთავად გამოიწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის შემცირებასაც.
არასწორი მოვლით გამოწვეული ცხიმიანობა კი შეიძლება დაკავშირებული იყოს მაღალი ტემპერატურის წყალთან ან სკალპის გამომშრობ მოვლის საშუალებებთან. რეკომენდებულია, თმა ნელთბილი წყლით დავიბანოთ, შამპუნი კი უმჯობესია, იყოს სებომარეგულირებელი, დატენიანების ფუნქციით.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება მნიშვნელოვნად აისახება კანისა და თმის მდგომარეობაზე. ამასთან, თმასთან ხშირი კონტაქტი ან ვარცხნა კიდევ უფრო აცხიმიანებს მას, ამიტომ რეკომენდებულია, ნაკლებად შევეხოთ მას.

როგორ შევარჩიოთ შამპუნი ცხიმიანი თმისთვის?
შამპუნის შერჩევისას რეკომენდებულია დავაკვირდეთ, რომ არ შეიცავდეს, მძიმე სილიკონებსა და ზეთებს, რომლებიც თმას დაამძიმებს. ამასთან, შემადგენლობაში არ უნდა იყოს საპონი და სხვა კანის გამომშრობი ნივთიერებები.
რეკომენდებულია, არჩევანი გავაკეთოთ, დერმატოლოგიურ ბრენდებზე და კონკრეტულად, ცხიმიანი სკალპის მოვლის ხაზზე. პოლონური ბრენდი „ფარმაცერისი“ Pharmaceris ცხიმიანი თმის მოვლაში ერთ-ერთი წამყვანია ევროპაში.

სპეციალურად შექმნილია სებორეული დერმატიტისა და ჭარბი ცხიმიანობისკენ მიდრეკილი თავის კანისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი ბიოტინი (ვიტამინი B7) და თუთია ეფექტურად არეგულირებენ ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას და ამცირებს კანის გაღიზიანებას. მიუხედავად იმისა, რომ „ფარმაცერსისი“ ეს კონკრეტული ფორმულა ღრმად წმენდს ფორებს, არ აშრობს კანს, რაც თავიდან აგაცილებთ ჭარბი ცხიმის გამოყოფას. შამპუნის გამოყენების შემდეგ თმა უფრო დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავეს, არის მსუბუქი და მოცულობითი.
R