ავტორი:

ქუვეითის სანაპიროსთან, ტანკერზე თავდასხმის შედეგად ნავთობმა გაჟონა - რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავდა ტანკერი და ვისი ნავთობი გადაჰქონდა, ჯერჯერობით უცნობია

ქუვეითის სანაპიროსთან, ტანკერზე თავდასხმის შედეგად ნავთობმა გაჟონა - რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავდა ტანკერი და ვისი ნავთობი გადაჰქონდა, ჯერჯერობით უცნობია

ბრიტანეთის საზღვაო-სავაჭრო გადაზიდვების საკოორდინაციო ცენტრის (UKMTO) ცნობით, 4 მარტის საღამოს, ქუვეითის სანაპიროსთან, პორტ მუბარაქ ელ-ქაბირიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 30 საზღვაო მილში (55,5 კმ), ტანკერზე აფეთქების შედეგად, ნავთობის გაჟონვა მოხდა.

ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ შემთხვევა ქვეყნის ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ, პორტიდან, სულ მცირე, 60 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

რომელი ქვეყნის დროშის ქვეშ დაცურავდა ტანკერი და ვისი ნავთობი გადაჰქონდა, არ დაკონკრეტებულა.

სავარაუდოდ, ტანკერს ირანულმა ძალებმა დაარტყეს. ღუზაზე მდგომი ერთ-ერთი გემის კაპიტანმა UKMTO-ს აცნობა, რომ მარცხენა ბორტთან ძლიერი აფეთქება დაინახა,ასევ გაიგონა ხმაც და შენიშნა მცირე ზომის გემი, რომელმაც მოგვიანებით ტერიტორია დატოვა.

ეს არ არის პირველი თავდასხმა ტანკერებზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. UKMTO მანამდე იუწყებოდა ომანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროებთან გემებზე თავდასხმების შესახებ.

წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე სადაზღვევო კომპანიებმა მკვეთრად გაზარდეს ტარიფები ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის - ეს არის სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეს შორის მთავარი საზღვაო დერეფანი, სადაც ამ დროისთვის გემების მოძრაობა თითქმის შეჩერებულია. წყარო

იხილეთ ასევე: