ირანმა კამიკაძე-დრონებით აზერბაიჯანის ნახიჩევანსაც კი დაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა ირანს აიათოლა ხამენეის დაღუპვა ღიად მიუსამძიმრა, რაც ტრამპის მოწონებას არ დაიმსახურებდა...
სიტუაცია ირანის ომთან დაკავშირებით ელვის უსწრაფესად იცვლება - ირანმა თავის კიდევ ერთ მეზობელს, აზერბაიჯანს, უფრო სწორად კი მის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასაც დაარტყა - ნახიჩევანის აეროპორტზე დღეს, ერთი საათის წინ, ირანულმა კამიკაძე-დრონმა Arash-2-მა მიზანმიმართული შეტევა განახორციელა...
ეს განსაკუთრებით მოულოდნელად გამოჩნდა იმის ფონზე, როდესაც ისრაელ-აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა არათუ ოფიციალურად მიუსამძიმრა ირანს მისი უზენაესი ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა, არამედ პირადად ეწვია ბაქოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს სამძიმრის გადასაცემად, რაც მგონი, მსოფლიოში, არც ერთი ქვეყნის პირველ პირს არ გაუკეთებია და რითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, სავარაუდოდ, უარყოფითი რეაქცია გამოიწვია...
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებულია ირანის სრულუფლებიანი ელჩი, მისთვის ოფიციალური პროტესტის გადასაცემად და იმის სათქმელად, რომ აზერბაიჯანი იტოვებს უფლებას საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად.
რატომ დაარტყა ირანმა თავის კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას, მით უმეტეს მაშინ, როცა აზერბაიჯანის საჰაერო სივრციდან ისრაელის ან აშშ-ის ირანზე საჰაერო თავდასხმის რაიმე ოფიციალური ინფორმაცია აქამდე არ გაჟღერებულა?...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: