მედია დოჰაში, ქალაქის თავზე აქამდე მომხდარი ყველაზე მასშტაბური აფეთქებების სერიის შესახებ ავრცელებს ცნობებს. დაბომბვა დაახლოებით საათ-ნახევარი გაგრძელდა, რომლის დროსაც ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. გავრცელებული ცნობებით კატარმა ყველა ირანული რაკეტა წარმატებით ჩამოაგდო.
ასევე მედია წერს, რომ დღეს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მდებარე ამერიკის საელჩომ, ირანის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ამერიკელ დიპლომატებს თავშესაფარში გადასვლა ურჩია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის სამი ფრთოსანი რაკეტა ერ-რიადის მახლობლად მდებარე ქალაქ ალ-ხარჯის სიახლოვეს იქნა ჩამოგდებული.
გამოცემის ცნობით, აფეთქება ზაიედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა.
არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, "საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებენ“.
საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინშიც.
წაიკითხეთ ასევე: