ავტორი:

ისრაელი ირანთან ომის "შემდეგ ფაზაზე" გადადის: "თეირანში დარტყმების ფართო ტალღა დავიწყეთ" - ბოლო ცნობები

ისრაელი ირანთან ომის "შემდეგ ფაზაზე" გადადის: "თეირანში დარტყმების ფართო ტალღა დავიწყეთ" - ბოლო ცნობები

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, თეირანში, „ირანის ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე“ დარტყმების ფართო ტალღა დაიწყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Mehr-ის და ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ ომი „ისტორიული კამპანია“ იყო, რომელიც „მოულოდნელი დარტყმის ფაზით“ დაიწყო, რა დროსაც ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების 80% და ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების 60% განადგურდა.

"ჩვენ ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაში გადავდივართ“, - განაცხადა ზამირმა ვიდეომიმართვაში.

მისი თქმით, "ამ ფაზაში ჩვენ კიდევ უფრო დავანგრევთ რეჟიმს და მის სამხედრო შესაძლებლობებს".

"წინ დამატებითი სიურპრიზები გველის, რომელთა გამჟღავნებასაც არ ვაპირებ“, - დასძინა მან.

ზამირმა ასევე განაცხადა, რომ მან უბრძანა IDF-ს ლიბანში უფრო ღრმად შეჭრა.

„მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს წინსვლა და საზღვრის გასწვრივ კონტროლის ხაზის გაღრმავება, სამხრეთ ლიბანის საკვანძო წერტილებში პოზიციების განლაგების პარალელურად“, - აღნიშნა ზამირმა და პირობა დადო, რომ ისრაელი „არ დანებდება "ჰეზბოლას" განიარაღების მიზანს“.

ხუთშაბათს საღამოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთი ისრაელელი ოფიცერი მძიმედ დაიჭრა, ხოლო მეორემ - საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, მას შემდეგ, რაც "ჰეზბოლამ" მათ პოზიციაზე ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ისროლა. ჯარისკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წაიკითხეთ ასევე: