17 მარტიდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ხელმისაწვდომი გახდება პირველი სამკომპონენტიანი ბუნებრივი ანტიოქსიდანტი Power Nature, რომელიც პროფესორის, დერმატოლოგისა და ონკო-ქირურგის, ილია მესხის იდეის საფუძველზე, იტალიურ ლაბორატორია Love Cosmedical-ში მზადდება.
2026 წლის მარტის ბოლოდან მსურველები ინიექციის ჩატარებას შეძლებენ საქართველოს მასშტაბით ესთეტიკური მედიცინის სხვადასხვა ცენტრში, მათ შორის კლინიკაში - პანდერმა, სადაც პროფესორი ილია მესხი მათ თავად გაუწევს კონსულტაციას.
პრეპარატი აერთიანებს სამ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტს - ყურძნის წიპწის, მწვანე ჩაისა და სოკო შიტაკეს ექსტრაქტების მთავარ მოქმედ ნივთიერებებს: რესვერატროლს, ეპიგალოკატექინსა და ლენტინანს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამივე კომპონენტი ერთ ფორმულაში გაერთიანდა, მისი ეფექტურობა კი დადასტურდა მაღალი სანდოობის სამედიცინო კვლევით.
პირველ ეტაპზე, ნაერთი უჯრედულ კულტურებზე გამოიცადა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში“, კარლ ცაისის ცენტრის ლაბორატორიაში პროფესორ პავლე ჭელიძის გუნდის მიერ. პრეპარატმა წარმატებით გაიარა ეს ძალიან რთული გამოცდა და მხოლოდ შემდეგ გადავიდა კლინიკური კვლევის ეტაპზე.
ილია მესხის განმარტებით, აქამდე ქიმიურად რთული იყო აღნიშნული სამი ანტიოქსიდანტის ერთ პრეპარატში მოქცევა, მათი მაღალი ქიმიური აქტივობის გამო. მათი დაჯგუფება კი აქტივობისა და ეფექტის დაკარგვის გარეშე მოხერხდა იტალიელ ქიმიკოსთა გუნდის მიერ Love Cosmedical-ის ინოვაციურ ლაბორატორიაში, იტალიაში.

ანტიოქსიდანტები მოქმედებს სინერგიულად, ერთმანეთს აძლიერებს და იცავს კანს უჯრედებში მიმდინარე ისეთი პროცესებისგან, რომელიც დაბერებას იწვევს.
17 მარტს, პრეზენტაციაზე პრეპარატის ლაბორატორიაში დამზადების სპეციფიკაზე ისაუბრებს Love Cosmedical-ის ქიმიკოსი. სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისთვის საქართველოს ესტუმრება კომპანიის დირექტორიც, რომელიც აუდიტორიას Love Cosmedical-ის ისტორიისა და საქმიანობის სპეციფიკის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. ასევე ისაუბრებენ ბატონები პავლე ჭელიძე, რობერტო ამორე და ილია მესხი. ისინი გაშლიან ინფორმაციას პრეპარატის კანის უჯრედებზე მოქმედების და კლინიკური ეფექტიანობის შესახებ.
როგორ გაჩნდა Nature Power-ის შექმნის იდეა, როგორ განხორციელდა ის, ვისთვის არის პრეპარატი განკუთვნილი და როგორია მისი ეფექტი, დეტალურად საუბრობს პროფესორი ილია მესხი:
პრეპარატის შექმნის იდეა გაჩნდა 2007 წელს, როდესაც სრულიად შემთხვევით გადავაწყდი სტატიას, რომ იაპონელმა მეცნიერმა საქართველოში, ხაშმის საფერავში გაზომეს ნივთიერება რესვერატროლის კონცენტრაცია და აღმოჩნდა, რომ სწორედ ქართული ყურძნის კანში ის ყველაზე დიდი რაოდენობით გვხვდებოდა. მაშინ ერთ-ერთ სააფთიაქო ქსელში მენეჯერულ პოზიციაზე ვიყავი და ვიფიქრეთ, რომ საქართველოში დაგვეწყო რესვერატროლის გამოყოფა საფერავის ჯიშისგან, თუმცა აქ ამისთვის შესაბამისი რესურსები არ აღმოჩნდა, თანაც პროცესი დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ნივთიერების მისაღებად შევიძინეთ კიდეც შესაბამისი აპარატურა, რომელიც ამჟამად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე გამოიყენება. წლები გავიდა და იდეა იდეად დარჩა. 2015 წელს შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთმა კომპანიამ შეძლო, ჰიალურონის მჟავაში გაეზავებინა რესვერატროლი, რითაც აღვფრთოვანდით, რადგან ცნობილია, რომ ნივთიერება როგორც კი გარკვეულ გარემოში, მაგალითად, სახის კრემებში თავსდება, კარგავს აქტიურობას. აღნიშნული კომპანია იყო Love Cosmedical-ი, რომელთანაც 2023 წელს გვქონდა შეხვედრა და მათ შემოგვთავაზეს, ხომ არ შეგვექმნა ახალი ფორმულა რესვერატროლით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან მათ ირწმუნეს ჩვენი იდეური სამეცნიერო პოტენციალი.
ჩვენ დავისახეთ უფრო დიდი მიზანი და გადავწყვიტეთ, რესვერატროლთან კომბინაციაში პრეპარატში გაგვეერთიანებინა ანტიოქსიდანტების, მწვანე ჩაისა და სოკო შიტაკეს ექსტრაქტებიც.
ფორმულის შექმნა მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ურთულესი ქიმიური ცდების შემდეგ მივიღეთ პრეპარატი, რომელშიც სამივე ანტიოქსიდანტი ინარჩუნებს ეფექტს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა.
ამის შემდეგ დავიწყეთ დამატებითი ცდები, რადგან ერთია, ფორმულის ლაბორატორიულად მიღება და მეორე - როგორია მისი ეფექტი უკვე ცოცხალ ორგანიზმში. პრეპარატის გამოცდა დავიწყეთ უჯრედულ კულტურებში, პროფესორ პავლე ჭელიძესთან ერთად, რაც საამაყოა. შედეგმა აჩვენა, რომ ამ სამი კომპონენტისგან შემდგარმა ფორმულამ შეაჩერა ან შეანელა აპოპტოზური უჯრედების კვდომა, რაც, ასევე, უდიდესი წარმატებაა.
უჯრედების კვდომის შენელება, რაც პრეპარატს დადასტურებულად შეუძლია, ნიშნავს, რომ მისი ინიექცია კანის დაბერების პროცესს მნიშვნელოვნად აფერხებს. დაბერების პროცესი შინაარსობრივად უჯრედების კვდომის პროცესია, რაც ცხადია, შეუქცევადია, ესთეტიკური მედიცინის მიზანია კი ის რაც შეიძლება მეტად გადაავადოს. ასე მუშაობს Power Nature-იც.
წარმატებული კვლევის შედეგი გადავიტანეთ პაციენტებზეც და ჩავატარეთ კლინიკური ანალიზი, რისი მოთხოვნა და რეგულაციებიც ჯერჯერობით ესთეტიკურ მედიცინაში არ არის, მაგრამ ჩვენ გვსურდა, ვიზუალურად გვეჩვენებინა რეალური შედეგი. პაციენტებზე დაკვირვებამაც დაადასტურა, რომ პრეპარატი კანის უჯრედებში ნამდვილად ანელებს მათი კვდომის პროცესს. ეს იმას ნიშნავს, რომ 5-10 წლის შემდეგ კანი უფრო ახალგაზრდა იქნება, ვიდრე ინიექციების გარეშე იქნებოდა.
პრეპარატი წარმოადგენს ანტიოქსიდაციური დაცვის და შესაბამისად დაბერების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორთან ბრძოლის ყველაზე მძლავრ საშუალებას ბაზარზე. შემავალი ნივთიერებები ასევე წარმატებით ებრძვის დაბერების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან მიზეზს, რომელსაც მედიცინაში ეძახიან Inflamaging, ანუ ერთგვარ ქრონიკულ ანთებით რეაქციას რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. პრეპარატში შემავალი ნივთიერებების ერთობლიობა უზრუნველყოფს, ქრონიკული ანთება დააბრუნოს ნორმალურ ფიზიოლოგიურ პროცესში.
როგორც აღვნიშნე, ჩვენ ჩავატარეთ მოლეკულურ-ბიოლოგიურ კვლევა უჯრედებზე, რაზეც მოთხოვნა არ გვქონდა, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. კვლევით გამოიკვეთა, რომ ანტიოქსიდანტების დოზა არის სრულიად უსაფრთხო და უვნებელი.
ვაპირებთ, გავაგრძელოთ პრეპარატის გამოცდა. ზოგადად ეს უწყვეტი პროცესია და მათ შორის 20 და მეტი წლის წინ შექმნილი პრეპარატებიც ამ გზას გადის. უახლოეს მომავალში მოქმედ ნივთიერებას დავადებთ სპეციალურ მარკერს და დავაკვირდებით და გადავიღებთ, რა გზას გაივლის ის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევა ისევ საქართველოში ჩატარდება.
მედიცინაში უდიდესი კორპორაციების მიერ ცალკე შესწავლილია, რომ ნივთიერება რესვერატროლი სრულიად უსაფრთხოა. ის გამოიყენება გულის ჯანმრთელობისთვის, აქვს ანტი-სიმსივნური მოქმედება, რაც ბევრმა მაღალი დონის კვლევამ დაადასტურა. მწვანე ჩაისა და შიტაკეს უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზეც ცალკე უამრავი კვლევაა ჩატარებული.
ესთეტიკურ მედიცინაში ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ 18-21 წლამდე ინიექციებს, მაგრამ ასეთი ტიპის პრეპარატისთვის ყველაზე დაბალი ასაკი 30 წელია. ზოგადად, კანის დაბერების პროცესი 25-26 წლიდან იწყება. ადამიანს განახლებისთვის საკუთარი რესურსი საკმარისად აქვს, სწორედ ამიტომ არ ვუწევთ რეკომენდაციას 30-32 წლამდე კანიშიდა ინიექციებს. აღსანიშნავია, რომ პაციენტმა რა ასაკიდანაც არ უნდა გადაწყვიტოს Power Nature-ის ინიექციის ჩატარება, იქნება ეს 40 თუ 50 წლის ასაკი ან უფრო მეტი, ეფექტს მაინც მიიღებს და კანი იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ექნება, ვიდრე მანამდე.
პრეპარატს დაბერების გარდა აქვს გარკვეული მათეთრებელი და ლაქების საწინააღმდეგო ეფექტი. რაც შეეხება ინტენსივობასა და ვადებს, ეს არ არის პრეპარატი, რომელიც ერთჯერადად კეთდება, ჩვენი პროტოკოლი არის სამჯერ 2 კვირაში ერთხელ, გამეორება - მეექვსე თვეს. პაციენტმა წელიწადში დაახლოებით 4-ჯერ რომ გაიკეთოს ერთ ზონაზე, სავსებით საკმარისია. ნაკლები დოზითაც ნახავს შედეგს.
Power Nature-ს არ აქვს დოზა დამოკიდებულება ან მოხსნის ეფექტი და პაციენტის არჩევანია, რა ინტენსივობით ჩაიტარებს მას. ინიექციის შეწყვეტის შემდეგ კი კანი იმაზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ექნება.
უკვე არსებული ნაოჭებისა და წვრილი ხაზების გასასწორებლად გამოიყენება სამი საშუალება: პილინგი, ბოტულინური ტოქსინი, რომელიც კუნთს აქტივობის შეჩერება შეუძლია და შემავსებელი ე.წ. „ფილერი.“ მეზოთერაპიული საშუალებები და ბიორევიტალიზანტები და, ამ შემთხვევაში, Power Nature-ის ინიექცია კანს ვერ გაწელავს, ისინი მოქმედებს უჯრედულ დონეზე, ანელებს დაბერებას, ასტაბილურებს მიკრო გარემოს და ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, რათა ახალი ნაოჭების წარმოქმნა გადავადდეს ან არსებული დაბერების ნიშნები არ გაღრმავდეს.
ფორმულა უკვე დაპატენტებულია და საქართველოში მისი დისტრიბუტორი იქნება კომპანია „მატრიქსელი“, რომელიც ექსკლუზიურად თანამშრომლობს Love Cosmedical-თან, სადაც პრეპარატი მზადდება. თავად Love Cosmedical-ი თავისი არხებით მსოფლიოს 60 ქვეყანაში გაავრცელებს მას.
ჩვენ გვინდა, რომ გავყვეთ კომპანია „აპტოსის“ გზას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი და საქართველოში აქვს წარმოება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი პროდუქტი ლიდერია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ესთეტიკური მედიცინის სფეროში.
პრეპარატის წარმოებისთვის საქართველოში ქარხნის აშენება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ასევე გამოწვევაა ნივთიერების სინთეზი, რადგან ამის რესურსი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ არსებობს, თუმცა საამაყოა, რომ მსოფლიოს მასშტაბით გაჟღერდება, საიდან დაიწყო Power Nature-ის შექმნა და მე, როგორც ამ იდეის სულისჩამდგმელი ვაპირებ, მთელს მსოფლიოში, კონფერენციებზეც გავაჟღერო ეს.
პრეზენტაციას დაესწრებიან უცხოელი სპეციალისტებიც, Love Cosmedical-ის წარმომადგენლები. ამასთან, ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი აუდიტორიას უჩვენებს შედეგებსაც, რომელიც პაციენტებმა ინიექციების ჩატარების შემდეგ მიიღეს.
ვფიქრობ, ამ მასშტაბის პრეზენტაცია ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია ქვეყნის პოზიციონირებისთვის და მეორე მხრივ, მეცნიერების, ექიმებისა და ესთეტიკური მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვისაც.
R