ავტორი:

"ჩემმა შვილმა მკითხა: "მამა, იცი, ვინ იქნება დღეს აქ?“ მე ვუთხარი: "არა, ბევრი საქმე მაქვს" - მესი თეთრ სახლში: ტრამპის უხერხული ხუმრობა და ისტორიული შეხვედრის დეტალები

"ჩემმა შვილმა მკითხა: "მამა, იცი, ვინ იქნება დღეს აქ?“ მე ვუთხარი: "არა, ბევრი საქმე მაქვს" - მესი თეთრ სახლში: ტრამპის უხერხული ხუმრობა და ისტორიული შეხვედრის დეტალები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწვევით, "ინტერ მაიამის“ სრული შემადგენლობა ვაშინგტონში ჩავიდა.

საღამოს მთავარი მოვლენა, გუნდის თეთრ სახლში ვიზიტი იყო. ფეხბურთელებს დონალდ ტრამპმა პირადად უმასპინძლა და მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ირანზეც გააკეთა კომენტარები.

ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი პირველად შეხვდა ლეგენდარულ ფეხბურთელ ლიონელ მესის. როგორც მედია წერს, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, ოფიციალურად პირველად ეწვია ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციას.

ტრამპმა მესისთან და მის თანაგუნდელებთან ერთად სურათებიც გადაიღო და უხერხულადაც იხუმრა.

"ჩემი შვილი შენი და კრიშტიანო რონალდუს დიდი გულშემატკივარია... ლიონელ მესი აქ არის. ჩემმა შვილმა მკითხა: "მამა, იცი, ვინ იქნება დღეს აქ?“ მე ვუთხარი: "არა, ბევრი საქმე მაქვს..." - განაცხადა ტრამპმა მესისთან შეხვედრაზე.

ფეხბურთელები შეხვედრის შემდეგ ტრამპთან და მის მრჩევლებთან ოფიციალურ ვახშამს დაესწრნენ.

ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლიონელ მესი თეთრ სახლსა და დონალდ ტრამპს ეწვია. მანამდე პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეციალური მოწვევით იმყოფებოდა ფეხბურთის კიდევ ერთი ვარსკვლავი, კრიშტიანო რონალდუ.

მედიის ყურადღების ცენტრში ტრამპის ხუმრობა მოექცა - ითვლება, რომ მესი და რონალდუ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები არიან და საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად, მათ შორის დიდი ხანია კონკურენცია მიმდინარეობს.

გულშემატკივრები დონალდ ტრამპის ხუმრობას უხერხულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მისი ხსენება ზედმეტი იყო.

წყარო