ავტორი:

“კუბაც დაეცემა...“ - დონალდ ტრამპი

“კუბაც დაეცემა...“ - დონალდ ტრამპი

“კუბაც დაეცემა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, „ხალხს ძალიან მოსწონს ის, რაც ხდება“ და ირანის მთავრობა უკანასკნელი არ იქნება, რომელიც დაეცემა.

„ჩვენ მათ ნავთობისა და ფულის მიწოდება შევუწყვიტეთ - ყველაფერი რაც ვენესუელიდან შედიოდა, რომელიც მათი ერთადერთი წყარო იყო. ახლა მათ შეთანხმების დადება სურთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, მისი ადმინისტრაცია კუბასთან კონტაქტშია.

„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

  • როგორც გამოცემა წერს, ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები კუბის ხელმძღვანელობასთან კონტაქტშია, რადგან კუნძულზე არასტაბილურობა ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ძლიერდება.

„მათ დახმარება სჭირდებათ. ჩვენ კუბასთან ვსაუბრობთ... ჩვენ შევუწყვიტეთ ნავთობის, ფულის მიწოდება... რამდენი ხანია, ბოლო 50 წელი კუბაზე გსმენიათ რამე?“ - დასძინა ტრამპმა.

წყარო