ავტორი:

რატომ არ დაუჭირა მხარი რუსეთმა ირანს და რას ნიშნავს მისთვის ომი ახლო აღმოსავლეთში?

რატომ არ დაუჭირა მხარი რუსეთმა ირანს და რას ნიშნავს მისთვის ომი ახლო აღმოსავლეთში?

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საზღვრებიდან შორს მიმდინარეობს, ირანის წინააღმდეგ წამოწყებულმა აშშ-ისრაელის ომმა, რუსეთი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს დასავლეთის ქვეყნების ყურადღება და რესურსები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან ახლო აღმოსავლეთში გადააქვს. მეორე მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აიათოლა ალი ხამენეის სახით მოკავშირე დაკარგა და ჯერჯერობით მხოლოდ ფრთხილი განცხადებებით უჭერს მხარს თეირანს.

პუტინი და ხამენეი შეხვედრაზე თეირანში - 2015 წლის ნოემბერი

  • „მოსკოვი უძლური აღმოჩნდა“

„რაც შეეხება ირანს, ჩვენ უბრალოდ მოკავშირე ურთიერთობები გვაქვს,“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის სამიტზე 2024 წლის ოქტომბერში. იმ წელს თეირანი ოფიციალურად შეუერთდა ქვეყნების ამ კლუბს, რომელსაც რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში დასავლური ასოციაციების ალტერნატივად ასახელებდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, პუტინმა და ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა პომპეზურად მოაწერეს ხელი კრემლში „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმებას. დასავლეთში ქვეყნების მზარდ ურთიერთობებს, განსაკუთრებით მათ შეიარაღებაში თანამშრომლობას, მზარდი შეშფოთებით უყურებდნენ.

თუმცა, ორი ქვეყნის პარტნიორობა მოსკოვისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა ირანის კრიტიკულ მომენტში დასახმარებლად. როდესაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გასულ ზაფხულს ირანის სამხედრო სამიზნეებს დაარტყეს (კონფლიქტი ახლა 12-დღიან ომად მოიხსენიება), რუსეთი თეირანის მხოლოდ რიტორიკული მხარდაჭერით შემოიფარგლა.

ასე მოხდა ამჯერადაც - 28 თებერვალს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ, კრემლმა მკვეთრად დაგმო აშშ-სა და ისრაელის ქმედებები, მაგრამ არ ჩაერია. ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის მკვლელობა, თუმცა თავის მიმართვაში მან კონკრეტულად არც კი მოიხსენია არც მის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირები.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი სერგეი ცივილოვი წერს სამძიმრის წიგნში, ირანის ელჩის რეზიდენციაშია. მოსკოვი, 2026 წლის 5 მარტი.

როგორც BBC-სთან ინტერვიუში ორიენტალისტი და NEST ცენტრის ექსპერტი (რომელიც „უცხო აგენტად“ არის ჩამოთვლილი) რუსლან სულეიმანოვი განმარტავს, უკრაინაში შეჭრის თავიდანვე მოსკოვი ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე საუბრობდა და ცდილობდა გლობალურ სამხრეთში თავისი გავლენის გაძლიერებას. თუმცა ის, რაც ჯერ ვენესუელაში, შემდეგ კი ირანში მოხდა, შეიძლება კრემლის იდეოლოგიისთვის დარტყმად ჩაითვალოს.

“გლობალური სამხრეთის ქვეყნების მფარველობა მოსკოვს სიტყვებით სურს, მაგრამ მაგრამ სინამდვილეში ის უძლური აღმოჩნდა „დაწყევლილი დასავლეთის,“ - აცხადებს ის.

  • "სიტუაციური პარტნიორობა" ირანთან

მედიები და სხვადასხვა დამკვირვებლები წერდნენ, რომ რუსეთი ბოლო დროს ზრდიდა თეირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას: ირანმა მისგან მიიღო საბრძოლო სასწავლო თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა, თავდასხმის ვერტმფრენები და პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებიც კი.

ამ იარაღის ნაწილი, ასევე რუსეთის მიერ მოწოდებული ინტერნეტ ტექნოლოგია, ხელისუფლებამ გამოიყენა იანვარში მასშტაბური საპროტესტო აქციების ჩასახშობად, რასაც ათასობით ირანელი ემსხვერპლა. ქვეყნები ღიად თანამშრომლობდნენ კოსმოსურ და ბირთვულ ტექნოლოგიებში. რუსეთმა ირანში ატომური ელექტროსადგური ააშენა და Financial Times-ის ცნობით, ირანელი ბირთვული მეცნიერები საიდუმლოდ ჩავიდნენ მოსკოვში.

თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი ირანის მხარეს არ დადგა არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ტერიტორიულ დავაში. თეირანი და აბუ-დაბი წლების განმავლობაში კამათობდნენ სპარსეთის ყურეში მდებარე აბუ-მუსას, დიდი და მცირე ტუნბის კუნძულების (რომლებსაც ოფიციალურად ირანი აკონტროლებს) საკუთრების საკითხზე. რუსეთმა მოუწოდა „კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტისკენ“, რამაც ირანი გააღიზიანა.

თავის მხრივ, თეირანმა გააკეთა განცხადებები „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის“ მხარდასაჭერად. ამიტომ, რუსეთსა და ირანს შორის სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა უფრო „სიტუაციურ პარტნიორობად“ უნდა ჩაითვალოს.

  • მოსკოვი ამჟამად მეომარ მხარეებს შუამავლობის მომსახურებას სთავაზობს, მაგრამ ჯერჯერობით არავის მიუღია ეს წინადადება.

BBC-ის წყაროები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომ არ ჩაერია რუსეთი ირანის ომში, ასახელებენ მოსკოვის გაცილებით მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან - სპარსეთის ყურის მონარქიებთან - ურთიერთობების არ გაფუჭების სურვილს. გარდა ამისა, რუსეთს არ სურს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გაფუჭება.

წყარო

იხილეთ ასევე: