გულის ჯანმრთელობის გასაღები არ არის საკვებ რაციონში მაკარონის ან კარტოფილის რაოდენობის შემცირება; ახალი კვლევის თანახმად, გულის ჯანმრთელობას არც მკაცრი დიეტა განსაზღვრავს.
ამერიკელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში თითქმის 200,000 მამაკაცი და ქალი შეისწავლეს. მათ დაახლოებით 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რის შემდეგაც დაადგინეს, რომ ზოგიერთი დაბალცხიმიანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტა გულისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მათი სრულიად ამოღება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრების ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ თუ კვების რაციონი შეიცავს ძალიან ბევრ გადამუშავებულ საკვებს, ცხოველურ ცილებს ან ცხიმებს და თუ მას აკლია ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული, ჯანსაღი ცხიმები ან აუცილებელი მაკრონუტრიენტები, ამან შეიძლება გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა დააზიანოს.
აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილე პირებს, რომლებიც ჯანსაღი, მრავალფეროვანი დიეტით იკვებებოდნენ, სისხლში „კარგი“ ქოლესტერინის უფრო მაღალი დონე ჰქონდათ მათთან შედარებით, ვისაც აკლდა ეს აუცილებელი ნივთიერებები.
მათ ასევე ჰქონდათ კორონარული არტერიის დაავადების განვითარების მნიშვნელოვნად დაბალი რისკი, რაც გულის შეტევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
„ეს შედეგები მიუთითებს, რომ ჯანსაღმა, დაბალანსებულმა კვებამ შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მოგიტანოთ, ვიდრე რაიმე ბუნებრივი კომპონენტის სრულიად აკრძალვამ,“ - აცხადებს ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევარი.
იხილეთ ასევე: