ავტორი:

მეცნიერებმა დასავლეთ პაპუის ტროპიკულ ტყეებში ოპოსუმის ისეთი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე გადაშენებულად ითვლებოდა

მეცნიერებმა დასავლეთ პაპუის ტროპიკულ ტყეებში ოპოსუმის ისეთი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე გადაშენებულად ითვლებოდა

მეცნიერებმა დასავლეთ პაპუის ტროპიკულ ტყეებში ოპოსუმის ისეთი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე გადაშენებულად ითვლებოდა. პატარა ცხოველს თითოეულ ხელზე განსაკუთრებით გრძელი თითი აქვს, რაც მას სხვა მსგავსი სახეობებისგან გამოარჩევს.

კვლევის მიხედვით, ეს სახეობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 6000 წლის წინ გადაშენდა, თუმცა აღმოჩენამ აჩვენა, რომ ის შორეულ ტყეებში დღემდე ბინადრობს.

კვლევის შედეგები ავსტრალიის მუზეუმის სამეცნიერო ჟურნალში „Records of the Australian Museum“ გამოქვეყნდა. მეცნიერებაში ასეთ შემთხვევებს „ლაზარეს ტაქსონს“ უწოდებენ — ასე მოიხსენიებენ იმ სახეობებს, რომლებიც გადაშენებულად ითვლებოდა, თუმცა მოგვიანებით კვლავ აღმოაჩინეს.

მსგავსი აღმოჩენა იშვიათი და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. კვლევის ავტორმა, მეცნიერმა ტიმ ფლენერმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობისგან მიიღო. ის კოლეგებთან ერთად ტამბრაუსა და მაიბრატის კლანების უხუცესებს ესაუბრა.

კვლევის თანაავტორი, რიკა კორაინი ამბობს, რომ სახეობის იდენტიფიცირება ადგილობრივების დახმარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. მისივე განცხადებით, ცხოველის ბუნებრივი გარემო საფრთხის წინაშეა - რეგიონში ტყეების ჩეხა სულ უფრო ხშირდება, რაც მათ ჰაბიტატს სერიოზულად აზიანებს.

წყარო