ავტორი:

სკანდალური რომანი თანაშემწესთან, პირადი თვითმფრინავი დიდი საძინებლით და გაბრაზებული ტრამპი - რას წერს მედია გათავისუფლებულ მაღალჩინოსანზე, კრისტი ნოემზე

სკანდალური რომანი თანაშემწესთან, პირადი თვითმფრინავი დიდი საძინებლით და გაბრაზებული ტრამპი - რას წერს მედია გათავისუფლებულ მაღალჩინოსანზე, კრისტი ნოემზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კრისტი ნოემი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ნოემი პოსტს თვის ბოლოს დატოვებს და მას ოკლაჰომის შტატის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შეცვლის.

"სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ოკლაჰომის დიდი შტატიდან უაღრესად პატივცემული აშშ-ის სენატორი მარკვეინ მალინი 2026 წლის 31 მარტიდან გახდება აშშ-ის შიდა უსაფრთხოების (DHS) მდივანი. ამჟამინდელი მდივანი კრისტი ნოემი, რომელიც კარგად გვემსახურა და მრავალი და შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა (განსაკუთრებით საზღვარზე!), გადავა სპეციალურ წარმომადგენლად „ამერიკის ფარისთვის“, ჩვენი ახალი უსაფრთხოების ინიციატივისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელსაც შაბათს დორალში, ფლორიდაში გამოვაცხადებთ. მადლობას ვუხდი კრისტის თავისი სამსახურისთვის“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, მალინს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და დარწმუნებულია, რომ ის დაუღალავად იმუშავებს.

შეგახსენებთ, სენატორი მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

  • სკანდალი შიდა წრეებში

მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა კრისტი ნოემს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა, დასავლური მედია წერს, რომ სინამდვილეში აშშ-ის პირველი პირი მისით უკმაყოფილოა და წყაროების ცნობით, “ნოემის პასუხი ლევანდოვსკისთან „სექსუალურ ურთიერთობაზე“ ტრამპისთვის „საბოლოო წვეთი“ იყო“.

როგორც თეთრ სახლში დაახლოებულმა წყაროებმა The Post-ს განუცხადეს, ნოემის გათავისუფლების „ბოლო წვეთი“ ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე მის მიერ გცემული პასუხი იყო იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა „სექსუალური ურთიერთობა“ მთავარ თანაშემწესთან, კორი ლევანდოვსკისთან.

კრისტი ნოემი და კორი ლევანდოვსკი

“ტრამპის იმედგაცრუების ბოლო წვეთი იყო მაშინ, როდესაც ნოემმა სენატორებს განუცხადა, რომ 220 მილიონი დოლარის ღირებულების რეკლამები დაამტკიცა, რომლებშიც თავად მონაწილეობდა - მაგრამ ბევრ კრიტიკულ კითხვაზე კითხვაზე პასუხები ვერ გასცა. თუმცა, აშშ-ის პირველი პირი მანამდეც განიხილავდა მის გათავისუფლებას.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სარეკლამო ბიუჯეტის საკითხის შესახებ აქამდე არაფერი იცოდა.

  • “საბოლოოდ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მოსმენაზე ლევანდოვსკისთან რომანის შესახებ ჰკითხეს,“ - წერს nypost ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით.

თავად ნოემმა უარი თქვა პირდაპირ პასუხის გაცემაზე, როდესაც ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა სექსუალური კავშირი ლევანდოვსკისთან და კითხვას „ნაგავი“ უწოდა.

"გქონიათ თუ არა სექსუალური კავშირი კორი ლევანდოვსკისთან?“ - ჰკითხა წარმომადგენელმა სიდნი კამლაგერ-დაუვმა (დემოკრატი, კალიფორნია) ნოემს მოსმენის დროს.

"შოკირებული ვარ, რომ დღეს ამ კომიტეტში ტაბლოიდური ნაგვის გავრცელებას ვახდენთ", - უთხრა ნოემმა საპასუხოდ. "მე გეტყვით, რომ ის არის სპეციალური სამთავრობო თანამშრომელი, რომელიც თეთრ სახლში მუშაობს. ფედერალურ მთავრობაში ათასობით მათგანია".

ლევანდოვსკიმ The Post-ს განუცხადა, რომ ვერ შეაფასებს სიტუაციას.

ნოემმა ტრამპს მადლობა გადაუხადა

თავის მხრივ, ნოემმა შეინარჩუნა სიმშვიდე და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, ნეშვილში, სამართალდამცავი ორგანოების კონფერენციაზე გამოსვლისას სიტყვით გამოვიდა. მან ტრამპს მადლობა გადაუხადა ამერიკის ფარის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნისთვის.

"ამ ახალ თანამდებობაზე მე შევძლებ განვავითარო პარტნიორობა და ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტიზა, რომელიც შინაგანი უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს შევქმენი. ჩვენ ისტორიულ მიღწევებს მივაღწიეთ შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტში, რათა ამერიკა კვლავ უსაფრთხო გავხადოთ“, - თქვა მან.

ნოემმა და ლევანდოვსკიმ გავლენის დაკარგვა იანვარში დაიწყეს, როდესაც ფედერალურმა აგენტებმა უკვე მეორე დეპორტაციის საწინააღმდეგო აქტივისტი, ალექს პრეტი მოკლეს.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ კრისტის პრობლემები ჰქონდა CBP-სა და ICE-ს ხელმძღვანელებთან. მათთან მუდმივ დაპირისპირებაში იყო.

მანამდე ის დაუპირისპირდა ჯანდაცვის დეპარტამენტის რამდენიმე თანამდებობის პირს, მათ შორის ICE-სა და FEMA-ს მოვალეობის შემსრულებელ ხელმძღვანელებს. დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ტრამპის სასაზღვრო ხელმძღვანელ ტომ ჰომანთან, რადგან ისინი ერთმანეთის ხედვებს არ იზიარებდნენ.

გარდა ჩამოთვლილი მიზეზებისა, 54 წლის რესპუბლიკელის შესახებ ბოლო თვეებში მედია სკანდალურ ინფორმაციას წერდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მრავალმილიონიანი რეაქტიული თვითმფრინავების ფლოტისთვის სასაზღვრო სახსრებს ხარჯავდა.

არსებობს ჭორი, რომ ნოემმა გადასახადების გადამხდელთა 172 მლნ დოლარი დახარჯა თვითმფრინავით მგზავრობაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან შეიძინა 70 მლნ დოლარის ღირებულების ჯეტი, რომელშიც საძინებელი ჰქონდა მოწყობილი და ხშირად დაფრინავდა ლევანდოვსკისთან ერთად.

აღნიშნული ინფორმაცია კრისტი ნოემმა არ დაადასტურა.

წყარო

იხილეთ ასევე: