ავტორი:

“ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს“ - კაია კალასი

“ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს“ - კაია კალასი

“თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,“ - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

  • „ევროკავშირმა უკვე ჩამოართვა საქართველოს დაფინანსება დემოკრატიული უკუსვლის გამო. დღეს ევროპა ხელს უშლის ჩაგვრის გამომწვევ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის ქართველ დიპლომატებს, ევროკავშირში თავისუფლად გადაადგილებაში“, - აცხადებს კალასი.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს.

„ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს“, - აღნიშნა კალასმა.