ავტორი:

"სახლამდე სადღაც 300 მეტრში მოხდა ეს უბედურება. საბა 21 წლის იყო" - რა ხდება ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიაზე

"სახლამდე სადღაც 300 მეტრში მოხდა ეს უბედურება. საბა 21 წლის იყო" - რა ხდება ცნობილი ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიაზე

ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდის, 21 წლის საბა მეტრეველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საბა თავის მშობლიურ სოფელში, ქარელის სოფელ ბებნისში მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როცა ელექტრობოძს შეეჯახა და იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ კლინიკაში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

გლოვაა დღეს მის მშობლიურ სოფელში, სადაც საბა ყველას უყვარდა.ის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და როგორც ჩანს, სოფელში მშობლებთან იყო ჩასული.

“უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, სახლამდე სადღაც 300 მეტრში მოხდა ეს უბედურება. საბა 21 წლის იყო. ელექტროგადამცემი ხაზის ბეტონის ბოძს შეეჯახა. კლინიკაში მიჰყავდათ, მაგრამ გზაში გარდაიცვალა. ძალიან გამორჩეული ახალგაზრდა იყო, თბილისში სწავლობდა, სტუდენტი იყო, თან კურიერადაც მუშაობდა, მოტოციკლით მოძრაობდა, ტარების გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ეს უბედურება დატრიალდა. ძალიან დიდი ტკივილია, სიტყვები არ მაქვს. მთელი სოფელი დამწუხრებულია. რა უნდა გითხრათ, სიცოცხლით სავსე ბიჭი აღარ გვყავს”, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. გააგრძელეთ კითხვა