მას შემდეგ, რაც დღეს ირანულმა კამიკაძე-დრონებმა საჰაერო შეტევა მიიტანეს აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე, გუშინ კი ირანული ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს თურქეთის მიმართულებით, უკვე აღარაფერია გამორიცხული, მათ შორის ისეთი ახალი "მსუყე “ სამიზნეების მოძებნა სამხრეთ კავკასიაში, რომლებზეც შეტევაც ირანის ამჟამინდელ ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახოს, რომ ის ჯერ კიდევ არსებობს და საპასუხო დარტყმების თავიც არ დაუკარგავს...
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიიდან ირანს არავინ დამუქრებია, არ არის გამორიცხული, რომ როგორც სპარსეთის ყურის ქვეყნების დედაქალაქებში ირანმა შეტევები მიიტანა აშშ-ის საელჩოებზე, იგივე სცადოს ბაქოშიც, ერევანშიც და თბილისშიც, რასაც დაემატება ახალი სამიზნეები ისრაელის საელჩოების სახით, რომლებიც სპარსეთის ყურის ქვეყნებში არ არის...
ბაქომ და ერევანმა საკუთარ პრობლემებზე იტეხონ თავი, ჩვენ კი უფრო ის გვადარდებს, რომ რომელიმე საშუალო რგოლის ირანელ ოფიცერს,გინდ არმიიდან და მით უმეტეს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან, მართლაც არ დაუჯდეს ჭკუაში თბილისში მდებარე, აშშ-სა თუ ისრაელის საელჩოს შენობაზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება...
თბილისში, აშშ-ის საელჩოს შენობების კომპლექსიდან ირანის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვრამდე პირდაპირი ხაზით 241 კმ-ია, ისრაელის საელჩოდან კი 233 კმ.
მართალია, ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, დაბალ სიმაღლეზე მფრენი კამიკაძე-დრონები სწორხაზოვნად, როგორც წესი არ დაფრინავენ და ხშირ მანევრირებას ახდენენ დაბრკოლებების გვერდის ასავლელად, მაგრამ ირანული კამიკაძე-დრონების უმეტესი ნაწილის ფრენის სიშორე სრულიად საკმარისია ამ მანძილის დასაფარად.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე ისრაელის საელჩო "მთელი“ 8 კმ-ით ახლოა ირანის საზღვართან, დიღომში განთავსებული აშშ-ის საელჩოს კომპლექსი განცალკევებულად დგას და საუკეთესო კონტრასტულ სამიზნეს წარმოადგენს ინერციული და თანამგზავრული ნავიგაციით მართვადი ირანული კამიკაძე-დრონებისთვის... გააგრძელეთ კითხვა