ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და პრეზიდენტმა ზუსტად იცის, თუ ვინ ვის ესაუბრება, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ამერიკელ ხალხს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ მათმა მთავარსარდალმა ზუსტად იცის, თუ ვინ ვის ესაუბრება. ყველაფერი, რაც არ უნდა ხდებოდეს, საჯაროდ თუ არაფორმალური არხებით, ჩვენგან წინააღმდეგობას აწყდება. ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით და ამას სამხედრო გეგმებში ვითვალისწინებთ“, - განაცხადა ჰეგსეტმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და ირანს შორის კონტაქტების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვას „სულელური“ უწოდა.