როგორც ჩანს, ცნობილი პროდიუსერის, კონსტანტინე მელაძის გული კვლავ დაკავებულია. ევროპაში მცხოვრებმა თაყვანისმცემლებმა მუსიკოსი ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში შენიშნეს და ვარაუდობენ, რომ ის ყოფილ მეუღლესთან, ვერა ბრეჟნევასთან დაშორებას აღარ გლოვობს.
შოპინგი ესპანეთში და ატეხილი ხმაური
გავრცელებული ინფორმაციით, 62 წლის პროდიუსერი ესპანეთის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში პროდუქტების ყიდვისას დააფიქსირეს. მის გვერდით ახალგაზრდა ქალი იდგა, რამაც სოციალურ ქსელებში აჟიოტაჟი მოჰყვა. თვითმხილველებმა ფოტოები ინტერნეტში უკვე გაავრცელეს, რასაც მომხმარებელთა არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა.

კომენტატორების ნაწილი მელაძეს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის კვლავ გაცილებით უმცროს პარტნიორებს ირჩევს:
"მალე ესეც ამღერდება"; "ასეთ "ფულის ტომრებს" ნიმფები ყოველთვის გამოუჩნდებათ"; "ეს გოგო შვილიშვილად კი არა, შვილთაშვილად უფრო შეეფერება", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.
თუმცა, არსებობს სხვა ვერსიაც - ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იდუმალი თანმხლები პირი სინამდვილეში მელაძის ერთ-ერთი ქალიშვილია, რადგან გოგონა ვიზუალურად ძალიან ჰგავს პროდიუსერის უმცროს შვილს.
მელაძის "სტანდარტები" და წარსული რომანები
შოუბიზნესის კულუარებში დიდი ხანია საუბრობენ, რომ კონსტანტინეს სუსტი წერტილი ქერა ქალებია. თუმცა, ფოტოზე აღბეჭდილი გოგონა პროდიუსერის ამ "ტრადიციულ სტანდარტს" ნაკლებად შეესაბამება.
მსგავსი განხილვები ადრეც არაერთხელ ყოფილა. 2019 წელს მელაძეს მისსავე პროექტის მონაწილესთან, ერიკა ჰერცეგთან რომანს მიაწერდნენ. ამბობდნენ, რომ პროდიუსერმა ახალი მუზა ჯერ კიდევ ვერა ბრეჟნევასთან თანაცხოვრებისას იპოვა. თავად ჰერცეგი ამ ჭორებს ყოველთვის უარყოფდა და აცხადებდა, რომ მელაძესთან მხოლოდ სამუშაო ურთიერთობა აკავშირებდა.

დასრულებული თავი: ბრეჟნევა და მელაძე
შეგახსენებთ, რომ შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილი - ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინე მელაძე - ერთმანეთს 2023 წლის შემოდგომაზე ოფიციალურად დაშორდა. ბრეჟნევამ სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ მათი ქორწინება დასრულდა, თუმცა აღნიშნა, რომ მათ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
დადასტურდება თუ არა ახალი რომანი, თუ ეს მხოლოდ მამა-შვილის გასეირნება იყო, ამას, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.