ავტორი:

7 დაღუპული, მათ შორის ბავშვები - უმძიმესი კადრები ხარკოვიდან, სადაც რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს (ფოტოები)

7 დაღუპული, მათ შორის ბავშვები - უმძიმესი კადრები ხარკოვიდან, სადაც რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს (ფოტოები)

ხარკოვში რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ორი ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

  • ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან დაღუპულთა ცხედრები ამოიყვანეს, რომელთა შორის, ორი ბავშვია.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა.

რუსული ძალების დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი ჩამოინგრა და მეზობელი შენობა დაზიანდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.