ავტორი:

დაღუპული დედა-შვილი, დანგრეული სახლები და ძლიერი ქარისგან შეჯახებული მანქანები - ტორნადო აშშ-ში (ფოტოები)

დაღუპული დედა-შვილი, დანგრეული სახლები და ძლიერი ქარისგან შეჯახებული მანქანები - ტორნადო აშშ-ში (ფოტოები)

აშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ მიჩიგანში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

ძლიერი შტორმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა და ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ხელისუფლების ინფორმაციით, ხუთშაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე, ფერვიუს მახლობლად, ავტომაგისტრალისა და საგრაფო გზის კვეთასთან ახლოს, 47 წლის ქალის და მისი 13 წლის ქალიშვილის ცხედრები იპოვეს. ჯოდი და ლექსი ოუენსები ფურგონში გარდაცვლილები იპოვეს.

გარდაცვლილი დედა-შვილი

ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ ტორნადოს მიერ გამოწვეულ ავარიას უკავშირდება. შემთხვევის გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ოჯახის ინფორმაციით, 47 წლის რვა შვილის დედა შვილებთან ტელეფონით საუბრობდა და აფრთხილებდა, რომ თავშესაფარი ეპოვათ, როდესაც ზარი მოულოდნელად შეწყდა. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.