ავტორი:

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი აისბერგის ისტორია დასასრულს უახლოვდება - ის რამდენიმე კვირაში დაიშლება: რას ამბობენ მეცნიერები

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი აისბერგის ისტორია დასასრულს უახლოვდება - ის რამდენიმე კვირაში დაიშლება: რას ამბობენ მეცნიერები

მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი აისბერგის ისტორია დასასრულს უახლოვდება.

A23a - ასე უწოდებენ აისბერგს, რომელიც ანტარქტიდის სანაპირო ზოლზე 1986 წელს წარმოიქმნა. ის ბოლო რამდენიმე წელია ამოძრავდა, საბოლოოდ, ვედელის ზღვაში გაჩერდა და არსებითად, ყინულის კუნძულად იქცა. მისი ფართობი 4 000 კვ. კმ-ია, რაც ორჯერ აღემატება დიდი ლონდონის ადმინისტრაციულ ერთეულს.

თუმცა, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, A23a ნელ-ნელა დნებოდა, იბზარებოდა და ბოლოს რამდენიმე ნაწილად დაიშალა.

ამჟამად, ანტარქტიდის ყინულოვანი ზღვებიდან მოშორებით, აისბერგ A23a-ს ნარჩენებს თბილი წყლები შთანთქავს. მეცნიერების შეფასებით, ის საბოლოოდ, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დაიშლება.

  • 1986–2025

აისბერგის ისტორია 1986 წელს იწყება - სწორად ამ წელს გამოეყო იგი ანტარქტიდას. მალევე ვედელის ზღვის ფსკერზე გაჩერდა. მისი უდიდესი ნაწილი ზღვის ზედაპირზე ჩარჩა და ნელ-ნელა დნობა დაიწყო. მხოლოდ 2020 წელს შენიშნეს, რომ A23a გადაადგილებას იწყებდა. თბილი წყლები და ოკეანური დინებები აისბერგს თავისუფლად მიგრაციის საშუალებას აძლევდა.

მისი მასა და ზომა კვლავ შთამბეჭდავი იყო: ფართობი — 4 000 კვ.კმ, სისქე — 300 მეტრი, მასა — ტრილიონი ტონა.

საბოლოოდ, 2023 წლის ნოემბერში აისბერგმა სამხრეთ ატლანტის ოკეანის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა.

„მომხიბვლელია მისი სტაბილურობის პერიოდი თითქმის მთელი სამი ათწლეულის განმავლობაში და შემდეგ ერთი წლის განმავლობაში უბრალოდ დაშლის ყურება“, — ამბობს აშშ-ში ვუდს ჰოულის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტის დოქტორი კეტრინ უოკერი.

2025 წლის პირველ ნახევარში A23a მნიშვნელოვნად შემცირდა. წლის შუა პერიოდისთვის კი მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგის ტიტული დაკარგა.

აგვისტოსა და სექტემბერში, A23a სამხრეთ ატლანტიკის ოკეანის ტერიტორიაზე, ჩრდილო-დასავლეთ ჯორჯიის რიზის ზემოთ აღმოჩნდა. მეცნიერების შეფასებით, აისბერგის სტრუქტურა, რომელიც უკვე თბილი წყლებით დასუსტებული იყო, მექანიკურმა ძალებმა დამატებით დააზიანა, რამაც, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო მისი ეფექტურ დაშლას.

წყარო