დღეს ირანზე ძალიან მძიმე დარტყმები განხორციელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
"ირანმა, რომელიც მძიმე მარცხს განიცდის, ბოდიში მოიხადა და ახლო აღმოსავლეთში თავის მეზობლებს დანებდა. მან პირობა დადო, რომ მათ აღარ დაარტყამს. ეს პირობა მხოლოდ აშშ-ისა და ისრაელის დაუნდობელი თავდასხმების გამო დადო. მათ ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დამყარება და მისი მართვა სურდათ. ეს ათასწლეულების განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან დამარცხდა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
"ირანის ცუდი მოქცევის გამო, სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ ისეთ ტერიტორიებსა და ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც აქამდე სამიზნეებად არ განიხილებოდნენ“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.
წაიკითხეთ ასევე: