ავტორი:

ევროპოლი ავრცელებს გაფრთხილებას, რომ შესაძლოა, ევროკავშირის ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის დონე გაიზარდოს

ევროპოლი ავრცელებს გაფრთხილებას, რომ შესაძლოა, ევროკავშირის ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის დონე გაიზარდოს

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს ევროკავშირის უსაფრთხოებაზე სერიოზული შედეგები ექნება - ამის შესახებ ევროპოლმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-ს განუცხადა.

  • ევროპოლის წარმომადგენლის, იან ოპ გენ ოორტი განცხადებით, კონფლიქტი გაზრდის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის რისკს.

"ევროკავშირის ტერიტორიაზე ტერორისტული საფრთხისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის დონე გაიზრდება" — განუცხადა მან საინფორმაციო სააგენტო EFE-ს.

მისივე თქმით, ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა შესაძლოა ევროკავშირის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მცდელობა დაიწყონ. ეს ჯგუფები, რომლებიც ე.წ. წინააღმდეგობის ღერძთან არიან დაკავშირებულები, მართავენ შიიტურ მილიციურ ქსელებს ერაყში, ლიბანში და იემენში. მათი დანაშაული შეიძლება მოიცავდეს ტერორისტულ თავდასხმებს, დაშინების კამპანიებსა და კიბერდანაშაულს.

ევროპოლის წარმომადგენლის განცხადებით, ინტერნეტში პოლარიზებული კონტენტის სწრაფმა გავრცელებამ შესაძლოა ევროკავშირში რადიკალიზაციის პროცესები დააჩქაროს.

პარალელურად, ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება. დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შაბათ-კვირას ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანზე ერთობლივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

თავდასხმებს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ირანის უზენაესი ლიდერიც. ირანმა საპასუხოდ მეზობელ ქვეყნებზე, მათ შორის კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებზე განახორციელა თავდასხმა, რაც რეგიონში ენერგომატარებლების მიწოდებასაც საფრთხეს უქმნის.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: