ავტორი:

თეირანი ცეცხლის ალშია გახვეული - ისრაელმა ირანზე იერიშების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო, დარტყმები განხორციელდა დედაქალაქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე

თეირანი ცეცხლის ალშია გახვეული - ისრაელმა ირანზე იერიშების კიდევ ერთი ტალღა დაიწყო, დარტყმები განხორციელდა დედაქალაქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს. თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურაა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში წუხელ აფეთქებების ხმები ისმოდა, რაც დედაქალაქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით იყო გამოწვეული.

„თითქოს ღამე დღედ გადაიქცა,“ - განუცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა BBC-ს.

ცეცხლი ახლომდებარე კუხსარის ბულვარსაც მოედო, სადაც, თვითმხილველების თქმით, სახლები და მაღაზიები იწვოდა.

წყარო