ავტორი:

ტრამპს სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის ახალი ლიდერის შერჩევაში - დათანხმდება თუ არა თეირანი?

ტრამპს სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის ახალი ლიდერის შერჩევაში - დათანხმდება თუ არა თეირანი?

მას შემდეგ, რაც ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი, სხვა ათობით სასულიერო და სამხედრო პირი მოკლეს, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს აირჩიოს ირანის მომავალი მმართველი. ეს წარმოუდგენლად ეჩვენება ირანის მოქმედ რეჟიმს, რომლებიც აშშ-ს მტერს უწოდებენ.

გაურკვეველია, დათანხმდება თუ არა ირანის ხელმძღვანელობა ისეთი უზენაესი ლიდერის არჩევის შესაძლებლობას, რომელიც მზად იქნება ვაშინგტონთან ითანამშრომლოს.

  • ირანში დიდი ხანია არსებობს ორი ფრაქცია - რეფორმატორები და მკაცრი კონსერვატორები, რომლებიც საკუთარ თავს რევოლუციის დამცველებს უწოდებენ, თუმცა ისინი ერთიანები არიან სისტემის შენარჩუნების მიზანში.

  • თავის ბოლო განცხადებებში აშშ-ის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ „დიდებულ და მისაღებ ლიდერს“ მხოლოდ ირანის „უპირობო კაპიტულაციის“ შემდეგ აირჩევს.

აშშ-ის პირველი პირის განცხადებები მიუთითებს, რომ მისი ამჟამინდელი მიზანია არა რეჟიმის შეცვლა, არამედ მოდიფიცირება.

„ისე უნდა მივიღო მონაწილეობა ირანის ახალი ლიდერის დანიშვნაში, როგორც დელსი როდრიგესის შემთხვევაში, ვენესუელაში“, — განაცხადა ტრამპმა. მან არაერთხელ ახსენა აშშ-ის სამხედრო ოპერაცია კარაკასში, როგორც „იდეალური სცენარი“ ირანისთვის.

შეგახსენებთ, ამერიკულმა ძალებმა ისე დააპატიმრეს ვენესუელის ლიდერი ნიკოლას მადურო, რომ დანაკარგი არ განუცდიათ და ქაოსი არ გამოუწვევიათ. დელსი როდრიგესი კი, რომელმაც დროებითი პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ახლა აშშ-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობს

  • თუმცა, ირანის თეოკრატია არ არის მსგავსი სისტემა

ტრამპმა უკვე გადაწყვიტა, ვინ არ სურს იხილოს ხელისუფლებაში: „ხამენეის ვაჟი ჩემთვის მიუღებელია“, - თქვა მან 56 წლის მოჯთაბა ხამენეის შესახებ, რომელიც ბევრისთვის ფავორიტად ითვლება.

თეირანის პასუხი პროგნოზირებადი იყო: მათ განაცხადეს, რომ ირანელი ხალხი არავის მისცემს უფლებას ჩაერიოს მათ შიდა საქმეებში. ხოლო ახალი ლიდერის შერჩევის პროცესს ირანი მკაცრად ასაიდუმლოებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უმცროსი ხამენეი უკვე დანიშნა ექსპერტთა საბჭომ, თუმცა ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა და წინააღმდეგობრივი ცნობებიც ვრცელდება.

წყარო

იხილეთ ასევე: