ავტორი:

მასირებული შეტევა რაკეტებითა და დრონებით უკრაინაზე: ხარკოვში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია

მასირებული შეტევა რაკეტებითა და დრონებით უკრაინაზე: ხარკოვში 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია

შაბათის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინაზე იერიში თითქმის 30 რაკეტით და 480 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანეს . დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე, კიევზე, დნეპროპეტროვსკსა და სხვა ქალაქებზე.

ხარკოვში სრულად დაინგრა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ცნობილია 11 დაღუპულის შესახებ. კიდევ ერთი დაღუპულია დნეპროპეტროვსკის ოლქში.

“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 29 რაკეტა, რომელთაგან თითქმის ნახევარი ბალისტიკურია და 480 შაჰედის“ დრონი“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • მისი თქმით, დარტყმების ძირითადი სამიზნე იყო ენერგეტიკული ობიექტები კიევში, ხმელნიცკისა და ჩერნოვცის ოლქებში და რკინიგზა ჟიტომირის ოლქში.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ალექსი კულებას თქმით, ღამით რუსმა სამხედროებმა დააზიანეს უკრაინის საცხოვრებელი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დარტყმის ქვეშ კი უპირატესად რკინიგზა და პორტები მოექცა. კიევში 3 დაშავებულია. ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად უკრაინის დედაქალაქში 1900 მოსახლე გათბობის გარეშე დარჩა, მთლიანობაში კი გათბობის გარეშე დაახლოებით 2700 კორპუსია.

ოდესაში დარტყმა განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე და პორტის ზონაზე, სადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხოლო დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ნიკოპოლს და პოკროვსკს.

„დაზიანებულია საწარმო, 20 მრავალსართულიანი და კერძო სახლი, სამეურნეო ნაგებობები, ავტომობილები, მზის პანელები“, – დაწერა დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ განჟამ. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 48 წლის მამაკაცი. ჭრილობა მიიღო 69 წლის ქალმა, რომელსაც ამბულატორიული დახმარება გაეწია.

წყარო