ავტორი:

ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს - რა დეტალები ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს - რა დეტალები ხდება ამ დროისთვის ცნობილი

ირანში სასულიერო პირებისგან შემდგარმა ორგანომ, რომელიც ქვეყნის უზენაეს ლიდერს ირჩევს, გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, ახალი უზენაესი ლიდერის სახელი ჯერ არ გამოცხადებულა.

„ლიდერის დანიშვნის შესახებ კენჭისყრა ჩატარდა და ლიდერი არჩეულია“, - განაცხადა ექსპერტთა ასამბლეის წევრმა აჰმად ალამოლჰოდამ.

მისი თქმით, სახელი მოგვიანებით გამოცხადდება.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ახლა ყველაფერი ექსპერტთა ასამბლეის სამდივნოს ხელმძღვანელზე, ჰოსეინი ბუშეჰრიზეა დამოკიდებული, რომელიც გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებაზეა პასუხისმგებელი.