ილია თოფურია თეთრ სახლში მიიწვიეს - UFC-ის ქართველი ჩემპიონი დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილეზე მთავარ ბრძოლას გამართავს: რა დეტალებზე წერს მედია

ილია თოფურია თეთრ სახლში მიიწვიეს - UFC-ის ქართველი ჩემპიონი დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილეზე მთავარ ბრძოლას გამართავს: რა დეტალებზე წერს მედია

თეთრი სახლში UFC-ის მსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლა გაიმართება. სახლის ღონისძიება, რომელსაც პრომოუშენი UFC Freedom Fights 250-ს უწოდებს, 14 ივნისს გაიმართება, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 80 წლის იუბილეს ემთხვევა.

ღონისძიება ასევე შეერთებული შტატების 250 წლის იუბილეს აღნიშნავს და ის პირდაპირი ეთერით გადმოიცემა.

  • მთავარი ღონისძიება იქნება უპირობო ჩემპიონ ილია თოფურიასა და დროებით ჩემპიონ ჯასტინ გეიჯს შორის მსუბუქი წონის ტიტულისთვის ბრძოლა, ხოლო ორწონიან UFC-ის ჩემპიონი ალექს პერეირა უპრეცედენტო მესამე ქამრის მოპოვებას შეეცდება და დროებითი მძიმე წონის ჩემპიონ სირილ გეინს დაუპირისპირდება.

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებას კიდევ ოთხი ბრძოლა დაემატა: შონ ო’მალისა და აიმან ზაჰაბის შორის ბრძოლა მსუბუქ წონაში, მაურისიო რაფისა და მაიკლ ჩენდლერს შორის ბრძოლა მსუბუქ წონაში, ბო ნიკალსა და კაილ დაუკაუსს შორის ბრძოლა საშუალო წონაში და დიეგო ლოპესსა და სტივ გარსიას შორის ბრძოლა ბუმბულის წონაში.

37 წლის გეიჯი შეეცდება ისარგებლოს მესამე შესაძლებლობით და მოიგოს UFC-ის ტიტული. ის ქამრისთვის 2020 და 2022 წლებში იბრძოდა და ყველა დროის უდიდეს მოწინააღმდეგეებთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან და ოლივეირასთან დამარცხდა. მან თოფურიას არყოფნის დროს დროებითი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა იანვარში, ლას-ვეგასში, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, როცა პედი პიმბლეტი დაამარცხა.

წყარო: nypost.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა