“ნაპოვნია ქალის გახრწნილი სხეული, რომელსაც შვილი ზეწარში გახვეულს, 2 წლის განმავლობაში მალავდა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი • P.S“ ავრცელებს.
დაუჯერებელი ამბავი თბილისში მოხდა.
84 წლის ნანული ნატროშვილი 2024 წელს გაუჩინარდა. პენსიონერი ქალი ბინაში შვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც ცნობილი ხდება, გარდაცვლილის შვილი ახლობლებს წლების განმავლობაში ატყუებდა, რომ დედა მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანა.
რეალობა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, როდესაც გარდაცვლილი ქალის შვილი მძიმე დაავადებით დაიღუპა. სახლში მისულ ნათესავებს უმძიმესი სურათი დახვდათ - საწოლში იპოვეს 2 წლის წინ გაუჩინარებული ქალის ცხედარი, რომელიც ზეწრებში იყო გახვეული.