ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, რის შედეგადაც რიშონ ლეციონში ერთი ქალი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა IRIB-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანამ ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა სეიედ მოჯტაბა ხამენეის მეთაურობით ისრაელის მიმართულებით რაკეტების პირველი ტალღა ისროლა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დრონის თავდასხმის შედეგად 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ორი თვის იყო.
სპარსეთის ყურის ქვეყნებში სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, რომელთა უმეტესობა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ან უცხოელი მუშაკები იყვნენ. ყატარმა, ქუვეითმა, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და საუდის არაბეთმა ასევე განაცხადეს ღამით ახალი თავდასხმების შესახებ.
ერ-რიადმა განაცხადა, რომ ჩაჭრა და გაანადგურა ნავთობის მსხვილი საბადოსკენ მიმავალი დრონების ორი ტალღა. დრონებმა ადრე აშშ-ის საელჩოს დაარტყეს, რის შემდეგაც სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლებისთვის ქვეყნის დატოვება უბრძანა.
ირანის ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს გაფრთხილება, რომ თუ ისრაელი და აშშ დარტყმებს გააგრძელებს, შესაძლოა რეგიონულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაამწვავონ.
იხილეთ ასევე: