თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების მკურნალობის თანამედროვე გზები - ინტერვიუ თოდუას კლინიკის უროლოგ კახა ბარნოვთან

თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადებების მკურნალობის თანამედროვე გზები - ინტერვიუ თოდუას კლინიკის უროლოგ კახა ბარნოვთან

თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ადამიანს აწუხებს. დაავადება ხშირად მოულოდნელი ტკივილით იწყება და დროული დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის გარეშე შესაძლოა სერიოზულ გართულებებამდე მივიდეს.

თანამედროვე მედიცინა კენჭოვანი დაავადების მართვისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებს - მედიკამენტურ თერაპიას, არაინვაზიურ ტექნოლოგიებსა და მინიმალურად ინვაზიურ ქირურგიულ ჩარევებს. თოდუას კლინიკაში თითოეული პაციენტის შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურად განისაზღვრება.

რა იწვევს კენჭების წარმოქმნას, როგორ ამოვიცნოთ დაავადების პირველი ნიშნები და როგორია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები - კითხვებს თოდუას კლინიკის ცენტრალური ფილიალის უროლოგი კახა ბარნოვი პასუხობს.

1. რამდენად გავრცელებულია თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადება დღეს და რა არის მისი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზები?

თირკმლისა და საშარდე გზების კენჭოვანი დაავადება მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური პათოლოგიაა. სტატისტიკის მიხედვით, ცხოვრების განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 10–15%- ერთხელ მაინც უვითარდება კენჭი. ბოლო წლებში დაავადების გავრცელება კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ძირითადად ცხოვრების წესის ცვლილებას უკავშირდება.

კენჭების წარმოქმნას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი: არასაკმარისი სითხის მიღება, არაბალანსირებული კვება (განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მარილიანი და ცილოვანი საკვები), მეტაბოლური დარღვევები, გენეტიკური წინასწარგანწყობა და ზოგიერთი ქრონიკული დაავადება. ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს კლიმატურ პირობებსა და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობას.

2. რა სიმპტომებით უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ შესაძლოა კენჭები ჰქონდეს და როდის არის აუცილებელი დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს?

კენჭოვანი დაავადების ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია ძლიერი, მოულოდნელად დაწყებული ტკივილი წელის არეში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს მუცლის ქვედა ნაწილში ან საზარდულში. ამას ხშირად თან ახლავს შარდვის გაძნელება, შარდში სისხლის გამოჩენა, გულისრევა ან ღებინება. არსებობს შემთხვევებიც, როდესაც კენჭი დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ არსებობს და შემთხვევით აღმოაჩენენ კვლევის დროს.

დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა აუცილებელია მაშინ, როდესაც ტკივილი ძალიან ძლიერია, თან ახლავს სიცხე, შემცივნება, შარდვის მკვეთრი გაძნელება ან შარდში სისხლი. ასეთი სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს გართულებაზე და საჭიროებს სწრაფ სამედიცინო შეფასებას.

3. რა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები გამოიყენება კენჭოვანი დაავადების გამოსავლენად თქვენს პრაქტიკაში?

დღეს კენჭოვანი დაავადების დიაგნოსტიკა საკმაოდ სწრაფი და ზუსტია. პირველ ეტაპზე ხშირად ვიყენებთ ულტრაბგერით კვლევას, რომელიც უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მეთოდია.

ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული კვლევა კი კომპიუტერული ტომოგრაფიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავადგინოთ კენჭის ზომა, მდებარეობა და რაოდენობა. ასევე ვიყენებთ ლაბორატორიულ ანალიზებსშარდისა და სისხლის კვლევას, რაც გვეხმარება როგორც დიაგნოსტიკაში, ისე კენჭის წარმოქმნის მიზეზების შეფასებაში.

4. რა ტიპის მკურნალობის მეთოდებია ხელმისაწვდომი დღეს - მედიკამენტური, არაინვაზიური თუ ქირურგიული და როგორ ირჩევთ კონკრეტულ მეთოდს პაციენტის შემთხვევაში?

კენჭოვანი დაავადების მკურნალობა ინდივიდუალურად იგეგმება და დამოკიდებულია კენჭის ზომაზე, მდებარეობაზე, პაციენტის ზოგად ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიმპტომებზე.

მცირე ზომის კენჭების შემთხვევაში ხშირად ვიყენებთ კონსერვატიულ, მედიკამენტურ მკურნალობას და ვაკვირდებით მათ ბუნებრივ გამოყოფას. საშუალო ზომის კენჭებისთვის ეფექტურია არაინვაზიური მეთოდიდისტანციური ლითოტრიფსია, რომლის დროსაც კენჭი სპეციალური ტალღებით იშლება.

უფრო დიდი ან რთულად მდებარე კენჭების შემთხვევაში კი ვიყენებთ მინიმალურად ინვაზიურ ენდოსკოპიურ ან ქირურგიულ მეთოდებს.

5. რა თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებთ კენჭების მკურნალობისას Todua Clinic-ში და რა უპირატესობა აქვს მათ პაციენტისთვის?

კლინიკაში ხელმისაწვდომია კენჭოვანი დაავადების მკურნალობის ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, მათ შორის ენდოსკოპიური ოპერაციები და ლაზერული ლითოტრიფსია.

ამ მეთოდების მთავარი უპირატესობა არის მინიმალური ტრავმა, ნაკლები ტკივილი და სწრაფი რეაბილიტაცია. ხშირ შემთხვევაში პაციენტი რამდენიმე დღეში უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და ჰოსპიტალიზაციის პერიოდიც მნიშვნელოვნად მოკლეა.

picture2-1773036618.jpg

6. მკურნალობის შემდეგ რამდენად ხშირია კენჭების განმეორებითი წარმოქმნა და რა რეკომენდაციებს აძლევთ პაციენტებს პრევენციისთვის?

სამწუხაროდ, კენჭოვანი დაავადება მიდრეკილია განმეორებისკენ. სტატისტიკურად, პაციენტების დაახლოებით 30–50%-ში რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება კვლავ წარმოიქმნას კენჭი.

პრევენციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არის საკმარისი რაოდენობით სითხის მიღებასაშუალოდ დღეში 2–2.5 ლიტრი. ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება, მარილის შემცირება, ფიზიკური აქტივობა და პერიოდული სამედიცინო კონტროლი.

ზოგიერთ შემთხვევაში დამატებით ვნიშნავთ მეტაბოლურ კვლევებს, რათა დავადგინოთ კენჭის წარმოქმნის მიზეზი და ინდივიდუალური პრევენციული რეკომენდაციები შევიმუშაოთ.

R