ავტორი:

2022 წლის შემდეგ პირველად, ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

2022 წლის შემდეგ პირველად, ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

  • Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა და ბარელზე 114.74 დოლარი შეადგინა, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 26%-ზე მეტით გაიზარდა და ბარელზე 114.78 დოლარი შეადგინა.

BBC-ი წერს, რომ მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტით ხორციელდება. თუმცა, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ომის დაწყების შემდეგ, სრუტეში გადაადგილება თითქმის შეჩერებულია.

რეგიონიდან ენერგომომარაგების მნიშვნელოვანი შეფერხება მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ფასების ზრდის რისკს ქმნის.