Fox News-ის თანახმად, დონალდ ტრამპი „უკმაყოფილოა“ ირანის მიერ მოჯტაბა ხამენეის ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად დანიშვნით.
წამყვანი ბრაიან კილმიდი ამბობს, რომ ირანის მიერ მირებული გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტს ესაუბრა, რომელმაც უთხრა: „მე არ ვარ კმაყოფილი“.
კილმიდმა საუბრის დამატებითი დეტალები არ გაამხილა და ტრამპს ამ საკითხზე საჯაროდ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
დასავლური მედიის თანახმად, აითოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, 56 წლის სასულიერო პირია, რომელსაც არასდროს ჰქონია სამთავრობო თანამდებობა. ირანის უზენაეს ლიდერს სახელმწიფოს ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის. გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საბჭოს 88 წევრი იღებს.
ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დროს დაიღუპა.
იხილეთ ასევე: