„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ რეგიონული განვითარების ახალ სტანდარტს - „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას Arup-თან ერთად ამკვიდრებს

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ რეგიონული განვითარების ახალ სტანდარტს -  „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას Arup-თან ერთად ამკვიდრებს

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ინოვაციურმა პროექტმა სტრატეგიული განვითარების მომდევნო ფაზა დაიწყო. აღნიშნული ფაზის ფარგლებში, შეიქმნება „ჭკვიანი ქალაქის“ (Smart City) კომპლექსური გეგმა, რომლის მიზანსაც პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტის, შავი ზღვის აუზში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ ურბანულ გარემოდ გარდაქმნა წარმოადგენს. გლობალურ საინჟინრო და საკონსულტაციო ლიდერ Arup-თან თანამშრომლობით შემუშავებული ინიციატივის ძირითად დანიშნულებას, კუნძულის მომავლის მკაფიო ტექნოლოგიურ და ოპერაციულ ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენს.

პროექტი, რომელიც 84 ჰექტარზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, უკვე ფიზიკურ რეალობად იქცა: ამჟამად ზღვაში ფორმირებულია 48 ჰექტარზე მეტი ახალი ტერიტორია. ეს მნიშვნელოვანი საინჟინრო მიღწევა პროექტს საშუალებას აძლევს, მსხვილმასშტაბიანი საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან სრულფასოვანი ურბანული განვითარების ეტაპზე გადავიდეს.

ამ ეტაპზე კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები, რომლებიც დამოუკიდებელი ინვესტორების მიერ არის ინიცირებული. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს პროექტის სანდოობას და „ამბასადორი აილენდს“ შავი ზღვის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ ურბანულ პლატფორმად აყალიბებს.

Arup-თან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ძირითად ფოკუსს „ჭკვიანი ქალაქის“ ერთიანი სტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რომელიც აერთიანებს მოწინავე ციფრულ ინფრასტრუქტურას, მდგრად ურბანულ დაგეგმარებასა და ოპერაციულ მართვას.აღნიშნული სტრატეგია ოთხ ძირითად მდგენელს ეყრდნობა:

გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა და მდგრადობა - კუნძულის გენერალური გეგმის შესაბამისობა გარემოსდაცვით გლობალურ სტანდარტებთან და კლიმატის მიმართ მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ცხოვრების უმაღლესი ხარისხი - ისეთი ურბანული გარემოს პროექტირება, სადაც სერვისები და ინფრასტრუქტურა დინამიკურად ერგება მობინადრეებისა და ვიზიტორების საჭიროებებს.

ტექნიკური შესაძლებლობები სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე - მონაცემებზე დაფუძნებული მართვის სისტემების დანერგვა პროექტის მხარდასაჭერად, მშენებლობიდან ქალაქის გრძელვადიან ექსპლუატაციამდე.

გლობალური კონკურენტუნარიანობა - საერთაშორისო დონის სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა.ამ ინიციატივის ბირთვს წარმოადგენს ჰოლისტური „ჭკვიანი ცხოვრების ხედვა“ (Smart Living Vision), რომელიც უზრუნველყოფს ციფრული და ფიზიკური ინფრასტრუქტურის ჰარმონიულ სინთეზს ურბანული გარემოში.

პროექტის გეგმა სამ ურთიერთდაკავშირებულ მასშტაბზე ვრცელდება:

ჭკვიანი შენობები - ჭკვიანი სისტემები შენობების დონეზე, გარემოს მონიტორინგი და ენერგიის ავტომატიზებული მართვა.

ჭკვიანი დანაყოფები - ლოკალური ინფრასტრუქტურა, რომელიც აერთიანებს განახლებადი ენერგიის ოპტიმიზაციასა და ჭკვიან კომუნალურ სისტემებს.

ჭკვიანი უბნები და საჯარო სივრცეები - საუბნო მასშტაბის პლატფორმები, მათ შორის ურბანული ციფრული მოდელები და ინტეგრირებული მართვის სისტემები, რომლებიც კუნძულის გარემოს რეალურ დროში გააკონტროლებენ.

აღნიშნული სტრატეგიული მოდელი ეყრდნობა მსოფლიოს ყველაზე განვითარებული „ჭკვიანი ქალაქების“ საუკეთესო პრაქტიკებს: სინგაპურის ინტეგრირებული სენსორული ინფრასტრუქტურის, ამსტერდამის კლიმატის მიმართ მდგრადი ურბანული სისტემებისა და ევროპის წამყვანი ქალაქების მდგრადი მობილობის გადაწყვეტების გამოცდილებას.

ამბასადორი აილენდიწარმოადგენს ცხოვრების სრულიად ახალ მოდელს შავი ზღვის რეგიონისთვის“, - აცხადებს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია. - ჩვენი ამბიციაა შევქმნათ ქალაქი, სადაც ხელოვნური ინტელექტი, მდგრადი ინფრასტრუქტურა და ადამიანზე ორიენტირებული გარემო ჰარმონიულად ერთიანდება მომავლისთვის მზადმყოფი გარემოს შესაქმნელად.“

მიწის სამუშაოების ძირითადი ფაზის დასრულებითა და „ჭკვიანი ქალაქის“ გზამკვლევის ამოქმედებით, „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პროექტი თვალნათლივ წარმოაჩენს, თუ როგორ შეუძლიათ მომავლის ქალაქებს გააერთიანონ მოწინავე ტექნოლოგიები, მდგრადი ინფრასტრუქტურა და გრძელვადიანი ურბანული ხედვა.

ცნობისთვის, Arup დღეისათვის მსოფლიოს 37 ქვეყანაში, 95 ოფისით ოპერირებს და 19,000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

R