ავტორი:

მერაბ დვალიშვილი ისევ ყურადღების ეპიცენტრშია - ინტერნეტსივრცეს იპყრობს ვიდეო, რომელშიც მისი პიკანტური საქციელი ჩანს

მერაბ დვალიშვილი ისევ ყურადღების ეპიცენტრშია - ინტერნეტსივრცეს იპყრობს ვიდეო, რომელშიც მისი პიკანტური საქციელი ჩანს

UFC-ის ყველაზე ენერგიული, ქართველი ვარსკვლავი, მერაბ დვალიშვილი, კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. ამჯერად საქმე არა ოქტაგონზე დაუნდობელ ბრძოლას, არამედ დეინა უაითის მიერ ორგანიზებულ "სილის გაწვნის“ ჩემპიონატზე (Power Slap) მომხდარ პიკანტურ და სახალისო ეპიზოდს შეეხება.

  • რა მოხდა დარბაზში?

ვიდრე სპორტსმენები ერთმანეთს სილას აწნავდნენ, ნამდვილი შოუ მაყურებლის რიგებში გათამაშდა. მერაბს OnlyFans-ის ცნობილი მოდელი და კონტენტ-კრეატორი, ტეილორ ფეინგოლდი მიუახლოვდა. მოდელმა, რომელიც ბრჭყვიალა შავ სამოსში იყო გამოწყობილი, მებრძოლს ზურგი აქცია, რამაც მერაბს "შესანიშნავი პასი" მისცა.

ტურნირის თემატიკიდან გამომდინარე, "მანქანამ" მომენტი არ გაუშვა და გოგონას საჯდომზე ხელი დაარტყა. ვიდეოში ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, იუმორისტული ჟესტი - "დარტყმის" შემდეგ მერაბმა და ტეილორმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გულიანად გაიცინეს.

ვიდეომ სოციალურ ქსელებში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ფანები წერენ, რომ მერაბი არა მხოლოდ მსოფლიო დონის ათლეტი, არამედ ნამდვილი შოუმენია, რომელსაც ნებისმიერი სიტუაციის პოზიტიურად გარდაქმნა შეუძლია.