ისრაელის განცხადებით, დასავლეთ და ცენტრალურ ირანში ბოლო დროს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 400-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამიზნეებს შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები და იარაღის წარმოების ობიექტები იყო.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, რომელშიც ჩანს ცეცხლის ალში გახვეული თეირანი, ქუჩებში კი ცეცხლის მდინარეები მიედინება.
ხანძარი იყო შაჰრანის უბანში, კუჰსარის ბულვარში, სადაც, სავარაუდოდ ბომბი დაახლოებით 2 კილომეტრის (1.2 მილის) დაშორებით ნავთობის საწყობს მოხვდა. უცნობია, ერთმანეთთან კავშირშია თუ არა ეს ორი ინციდენტი.
ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ იწვის თეირანის ქუჩა ერთ-ერთი საწყობის მახლობლად, ხოლო კამერის მიღმა გადაღებული მამაკაცი ამბობს, რომ მაღაზიები და საცხოვრებელი შენობებიც იწვის.

🔥BREAKING
After #Israel air strikes in #Iran #IranIsraelWar And #USIranWar turned into river of fire into Iran https://t.co/NQ2zOAJFRS pic.twitter.com/3ZbJvfCYnl
— NUNU GLOBAL NEWS (@NUNUCOINnunu) March 8, 2026

"კარაჯში დღის განმავლობაში სიმშვიდე იყო, მაგრამ ახლა ისევ დაიწყო სიგიჟე - ყველაფერი ააფეთქეს. ჯერ წითელი შუქი გამოჩნდა, რომელმაც ირგვლივ ყველაფერი გაანათა, შემდეგ კი აფეთქების ხმამ სახლი შეაზანზარა... მალევე ცა კვლავ განათდა და უზარმაზარი წითელი ღრუბელი გამოჩნდა. ვერ გავიგეთ, რა ხდებოდა“, - ჰყვება კარაჯში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი.
მისი თქმით,სახურავზე ავიდა და დაინახა, როგორ იყო ცეცხლის ალში გახვეული ადგილობრივი ნავთობის საწყობი.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაგაეიმ განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად "ჰაერში საშიში მასალებისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა ხდება, რაც მასობრივად საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს“.
ირანის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ ისინი დედაქალაქში ჰაერის ხარისხს აკონტროლებენ და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
თეირანის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ ქალაქი კვამლშია გახვეული:
“კვამლის სუნი ყველგან იგრძნობა. მზეს ვერ ვხედავთ. საშინელი კვამლია. ცა ჯერ კიდევ არ გაწმენდილა და ძალიან დაღლილი ვარ“.
კარაჯის კიდევ ერთმა მკვიდრმა განაცხადა, რომ საწყობზე დარტყმამ "უზარმაზარი აფეთქება გამოიწვია და ხანძარი რამდენიმე საათს გაგრძელდა“.
აშშ-სა და ისრაელის საჰაერო დარტყმები ირანზე, რომელიც უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობით დაიწყო, მეორე კვირას ითვლის. საპასუხოდ, ირანმა აშშ-ის მოკავშირეებისა და მათი სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები დაიწყო რეგიონში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმები გაამართლა იმით, რომ ქვეყნის მთავრობა შეერთებულ შტატებს გარდაუვალ საფრთხეს უქმნიდა და ირანის ბირთვულ პროგრამას ასახელებდა. ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათისაა.
თუმცა, ზოგიერთმა ირანელმა BBC-ს განუცხადა, რომ ისინი კვლავ მხარს უჭერენ თავდასხმებს.
“მოუთმენლად ველით მთავრობის კოლაფსს, რათა ისევ ქუჩაში გავიდეთ", - თქვა თეირანის 20 წლის მკვიდრმა. მისი თქმით, სახელმწიფო ტელევიზია მათ აფრთხილებს, რომ ყველას, ვინც აშშ-ს, ისრაელს ან რეზა ფეჰლავს - ირანის უკანასკნელი შაჰის გადასახლებული შვილს - მხარდაჭერას გამოუცხადებენ, "მოკლავენ“.
თეირანის კიდევ ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ ომი საშინელია და დასძინა, რომ ეს არის ფასი, რომლის გადახდაც ღირს ამჟამინდელი რეჟიმის მოსაშორებლად.
“ჩვენ არ გვინდოდა ასეთი დიდი ფასის გადახდა. ირანელები არ არიან სულელები“, - თქვა მან.
იხილეთ ასევე: