ავტორი:

აშშ-ში, სკოლის მოსწავლეების "ბოროტ" ხუმრობას მასწავლებელი ემსხვერპლა - დაკავებულია ერთი მოსწავლე: ტრაგედიის დეტალები

აშშ-ში, სკოლის მოსწავლეების "ბოროტ" ხუმრობას მასწავლებელი ემსხვერპლა - დაკავებულია ერთი მოსწავლე: ტრაგედიის დეტალები

აშშ-ში, სკოლის მოსწავლეების "ბოროტი" ხუმრობის შედეგად, მასწავლებელი დაიღუპა. როგორც ცნობილია, ხუმრობა სკოლაში ყოველწლიურად გამართული “უმცროსებისა და უფროსკლასელების ომის“ ნაწილი იყო - წესების მიხედვით, მოსწავლეები ყოველწლიურად ირჩევენ მასწავლებლის საცხოვრებელ სახლს და მას ტუალეტის ქაღალდებით ფარავენ.

40 წლის ჯეისონ ჰიუზის სახლი ხუმრობების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.

  • ჰოლის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ჰიუზი მოსწავლეებთან შესახვედრად სახლიდან გამოვიდა, რა დროსაც წაბორძიკდა და გზაზე დაეცა. ერთ-ერთმა მოსწავლემ კი შემთხვევით მანქანით გადაუარა.

აღსანიშნავია, რომ უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, სკოლამ განცხადება გამოაქვეყნა და ბავშვებს ხუმრობის შეწყვეტისკენ მოუწოდა:

“გვესმის, რომ გამოსაშვები საღამო ზეიმისა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნის დროა, თუმცა აუცილებელია, ხაზი გავუსვათ პასუხისმგებლობიანი ქცევის მნიშვნელობას და სხვებისა და მათი ქონების პატივისცემას.

მოვუწოდებთ ყველა მოსწავლეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება დააზიანოს სკოლა ან კერძო საკუთრება. მსგავსი საქციელი არა მხოლოდ უარყოფითად აისახება მონაწილე პირებზე, არამედ ზიანს აყენებს ჩვენი სკოლების, ოჯახებისა და საზოგადოების რეპუტაციას,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ჯეისონ ჰიუზის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი მოსწავლე დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას სამიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო