ავტორი:

აშშ-ის დანაკარგი ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია “ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, გაიზარდა

აშშ-ის დანაკარგი ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაცია “ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში, გაიზარდა

ირანის თავდასხმის დროს საუდის არაბეთში მყოფი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მძიმედ დაიჭრა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შედეგად, ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა.

  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურე მძიმედ დაიჭრა 1 მარტს განხორციელებული თავდასხმის დროს.

„ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ირანის რეჟიმის მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული თავდასხმების დროს დაიჭრა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა,“ - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებაში.

დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ვინაობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

შაბათს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დელავერის შტატში, დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ქუვეითში ირანული დრონის თავდასხმის შედეგად დაღუპული ექვსი სამხედრო გადაასვენეს.

„ეს ომის სამწუხარო ნაწილია“, - თქვა პრეზიდენტმა მოგვიანებით.

თავდასხმის შედეგად დაღუპულები არიან: 39 წლის ნიკოლ ამორი, 35 წლის კოდი ხორკი, 20 წლის დეკლან კოუდი, 54 წლის რობერტ მარზანი, 45 წლის ჯეფრი ო’ბრაიენი და 42 წლის ნოა ტიტჯენსი.

წყარო