მულტიფუნქციური კომპლექსის, იდეა პანორამა I-ის მშენებლობა დასრულდა. ფასადის მოპირკეთება კი დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მაცხოვრებლებმა სარემონტო სამუშაოები უკვე დაიწყეს.
იდეა პანორამა, ეს არის პროექტი, რომელიც პირველ რიგში საკუთარი კონცეფციით გამოირჩევა. "ბალანსი ბუნებასა და ქალაქს შორის," - ხედვა, რომელიც პროექტის უნიკალურ ადგილმდებარეობას ეფუძნება. აქ სიმწვანე, სუფთა ჰაერი და უცვლელი პანორამული ხედი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ამასთანავე კომპლექსი ქალაქის ცენტრალურ ლოკაციებთან, რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს.

იდეა პანორამას მშენებლობა დაიწყო 2024 წელს, სამშენებლო სამუშაოები კომპანია მეტტამ და იდეა ქონსთრაქშენმა შეასრულეს.
შენობას აქვს უნიკალური არქიტექტურული კონცეფცია. მისი ფორმები იმეორებს ბუნებრივ რელიეფს და ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. ყველა ბინა ნათელია და სამხრეთისკენ, უცვლელი პანორამული ხედისკენ არის მიმართული. სწორედ ამ უპირატესობამ განაპირობა ისიც, რომ ყველა ბინას ფართო და მრავალფუნქციური ტერასა აქვს, რომელიც იდეალურია განსატვირთად, დასასვენებლად, ასევე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად. კომპლექსში გათვალისწინებულია, როგორც ერთ საძინებლიანი, ასევე ორ, სამ და ოთხ საძინებლიანი ბინები.
ბინები ბარდება “მწვანე კარკასი+” კონდიციაში, რაც მოიცავს: გათბობის ქვაბს მილგაყვანილობით, სათავსოებს გათბობის ქვაბისთვის და კონდიცირების გარე ბლოკებისთვის, ენერგოეფექტურ ალუმინის კარ-ფანჯარას, მდფ-ით მოპირკეთებულ შესასვლელი კარს, მოჭიმულ იატაკს, გალესილ კედლებს, შეყვანილ კომუნიკაციებს (გაზი, წყალი, ელ. ენერგია), ელექტრო გაყვანილობას ოთახებში გეგმარების მიხედვით, მოპირკეთებულ ტერასებს ყინვაგამძლე გრანიტით.
მაცხოვრებელს იდეა პანორამაში დახვდება: სამ დონიანი ავტოსადგომი, მოსასვენებელი და საბავშვო ზონები, პადელის მოედანი და ლობი 24 საათიანი კონსიერჟის მომსახურებით. ასევე, მობინადრეს წამყვანი ამერიკული ბრენდის, ოტისის ლიფტები მოემსახურება. პროექტის ადმინისტრაციულ, საოპერაციო, საერთო სარგებლობის სივრცეების ტექნიკურ მართვას, კომპანია ბენე კომფორტი უზრუნველყოფს.
იდეა დეველოპმენტი აქტიურად აგრძელებს პრემიუმ, გაერთიანებული დანიშნულების სივრცეების შექმნას. იდეა პანორამა II-ის მშენებლობა უკვე დაწყებულია. დაანონსდა ახალი, ბუტიკური პროექტი “კერა” მცხეთის ქუჩაზე, ვაკეში. ასევე პრემიუმ კერძო დასახლება თბილისის შემოგარენში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით იდეა დეველოპმენტს: +995 599 51 19 11 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ideadevelopment.ge
R