ავტორი:

“ეს არის უმორალო ადამიანების ერთობა - 0+0, ამით არაფერი იცვლება“ - კახა კალაძე “ოპოზიციურ ალიანსზე“

“ეს არის უმორალო ადამიანების ერთობა - 0+0, ამით არაფერი იცვლება“ - კახა კალაძე “ოპოზიციურ ალიანსზე“

“ეს არის უმორალო ადამიანების ერთობა - არ აქვს მნიშვნელობა ცალკე იქნებიან თუ ერთად, 0+0, ამით არაფერი იცვლება“, - ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ოპოზიციურ ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა.

  • მისივე თქმით, მათ არ აინტერესებთ ქვეყანა და ქვეყნის ბედი.

„ეს არის უმორალო ადამიანების ერთობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. შესაძლოა სხვადასხვა სახელები დაირქვან, მათ ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი მამის შვილები არიან, გარედან იმართებიან. რასაც დაავალებენ იმას გააკეთებენ. ასევე ქვეყნის წინააღმდეგ გადადგამენ ნაბიჯს. არ აინტერესებთ ქვეყანა, ქვეყნის ბედი. არ აქვს მნიშვნელობა ცალკე იქნებიან თუ ერთად, 0+0, ამით არაფერი იცვლება“,- აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ „ოპოზიციის რადიკალური ნაწილი“, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, „მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ“.

ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტერ ფიშერის შეხვედრის სავარაუდო სასაუბრო თემის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

„არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ქვეყნის მტრები არიან. მათი მხრიდან არაერთი განცხადება მოგვისმენია და არაფერს ერიდებიან, დასამალიც არაფერი აქვთ, პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა სანქციების ქვეშ მოყოლილიყო, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო ქვეყანას, ასოცირების შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ასევე, გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კაბინეტებში დარბოდნენ და შემდეგ თავად დაიწყეს ამაზე საუბარი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი და კონკრეტული პარტიები ბრიუსელში მუშაობდნენ იმ მიზნით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დღესაც ეს ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა შეეზღუდოთ ევროპულ ქვეყნებში. ჩვეულებრივ, ქვეყნის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა თბილისის მერმა.