ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, “ჰავანის სინდრომის“ სახელით ცნობილი “ჯანმრთელობის ანომალიური, აუხსნელი გარულება“, რომლებსაც უკვე 10 წელზე მეტია, ამერიკელი დიპლომატები, ოფიციალური პირები და დაზვერვის ოფიცრები მთელ მსოფლიოში აწყდებიან, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (გრუ) არის დაკავშირებული.
როგორც დასავლური მედია წერს გამოძიება, რომელიც შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის ფარული აგენტების მიერ განხორციელდა, პენტაგონის დაფინანსებით მიმდინარეობდა.
მოგვიანებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიპლომატებს, რომლებიც კუბაში ავად გახდნენ, "ტვინის ანომალიები" აღენიშნებოდათ.
გამოძიების ფარგლებში, აშშ-ის ფარულმა აგენტებმა მცირე ზომის მიკროტალღური მოწყობილობა რუსული კრიმინალური ქსელიდან დაახლოებით 15 მილიონ დოლარად შეიძინეს. ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ მოწყობილობა "ჰავანის სინდრომის" მსგავს სიმპტომებს იწვევდა.

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი დევიდ რელმანი აცხადებს, რომ საიდუმლო იარაღი ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერირტორიაზე შეიქმნა. მისივე თქმით, რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ამ "კონცეფციას სრულყოფდა."

იარაღი ელექტრომაგნიტურ ტალღას გამოსცემს, რომელიც ტვინის რბილ ქსოვილზე ახდენს გავლენას. სიმპტომები მოიცავს თავბრუსხვევას, სმენის დაქვეითებას, შაკიკსა და მხედველობის პრობლემებს.
კონფიდენციალურმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ უკვე ერთ წელზე მეტია, რაც აშშ-ის სამხედრო ლაბორატორიაში იარაღით ცდებს ატარებენ. ვირთხებსა და ცხვრებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა “ჰავანის სინდრომის“ მსგავსი ნევროლოგიური დაზიანებები აჩვენა.
იხილეთ ასევე: